საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ვახტანგ ყიფშიძე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ყიფშიძემ 2008 წლის მარტის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 494 660 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, სასჯელის სახით 7-იდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.