თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში", დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აერთიანებს.
შეხევდრაზე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა – "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" შეიქმნა.
პროგრამას ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ახორციელებს. საკოორდინაციო ჯგუფი გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე პროექტებს განიხილავს.
პროგრამის დირექტორის, ნინა შატბერაშვილი თქმით, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა, ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას და ქმედებების კოორდინაციას, შესაბამისად მნიშვნელოვან ინიციატივად განიხილება.
პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის, დღის წესრიგში, გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე.
პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.