https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გარედან ვერავის ოჯახურ კონფლიქტში ვერ ჩაერევი, თავად ქალები კი დუმან”

18:10; 3.10.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციის, "ქალები რეგიონის განვითარებისთვის" თავმჯდომარე, ქეთევან ხიდაშელი, გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობასთან დაკავშირებით ინტერნეტში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე დატრიალებული ტრაგედიის პრეისტორია – ამონარიდი ანგარიშიდან „უმწეო ოჯახების კვლევა ს. დვაბზუში"

"მ. რ-2009 წელი.-57 წლის, ყავს ერთი შვილი 35 წლის, რძალი და შვილიშვილი 8 თვის, ოჯახი განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, ქალბატონი მუშაობდა მძემე სამუშაოებზე, იქამდე ცემენტსა და ქვიშასაც კი ეზიდებოდა, რის შედეგადაც დაუზიანდა ჯანმრთელობა, დღეისათვის არიან მეზობლების კმაყოფაზე, ქ-ნ მერის ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია , ამოსაკვეთი აქვს საშვილოსნო, მისი მუშაობა ამჯამად სიკვდილის ტოლფასია, გაუკეთეს იაფი დაზღვევა, შეიყვანეს შეცდომაში და გამოსძალეს ის უკანასკნელი 20 ლარი. აღმოჩნდა, რომ მისი ოპერაცია  ამ დაზღვევით არ ფინანსდება, ქ-ნი სასოწარკვეთილია. აი მისი საცხოვრებელი სახლი. ერთი წლის წინ რძალი და ბავშვის გადასარჩენად მან ეზოს ღობე შემოხსნა და გაყიდა იმისათვის, რომ რძლის ოპერაციის ხარჯები დაეფარა, ახლა კი მას სჭირდება ოპერაცია , გასაყიდი აღარაფერი გააჩნიათ. მასთან იყვნენ სოც. აგენტები, გადაამოწმეს მისი მდგომარეობა, ქ-ნმა მათ უთხრა, რომ მეზობელმა აჩუქა მობილური ტელეფონი ძველი მოდელი, რომლის ღირებულებაა 15 ლარი, გატეხილი ეკრანით . მას ხშირად ესაჭიროება სასწრაფო დახმარება, რისთვისაც ეს მობილური მეზობლებმა აჩუქეს, ეს გახდა მიზეზი იმისათვის, რომ სოციალური დახმარება არ მიეცათ მისთვის. მერი სანამ ავად გახდებოდა ასე თუ ისე ოჯახს ინახავდა, ახლა კი ფაქტიურად სახლიდან ვერ გადის, აქვს სიცხეები და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას."

ეს ამბავი 5 წლის წინანდელი ჩაწერილია, ამ ოჯახის მდგომარეობა მინიმალურადაც არ გაუმჯობესებულა.

დღეს კი დატრიალდა ტრაგედია.  მ.-ს ვაჟმა თ.რ-მ  ნაჯახით  ბავშვების თვალწინ მოკლა მეუღლე, შემდეგ კი გვამი ოთახში შეათრია, ბენზინი გადაასხა და სახლთან ერთად დაწვა.

დამნაშავემ დანაშაული მშვიდად აღიარა, გაქცევაც კი არ უცდია ისე ჩაბარდა პოლიციას.

მკვლელი ამბობს , რომ დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. „რაც ეკუთვნოდა ის მიიღო" განუცხადა მან ხანძრის შედეგად შეყრილ მეზობლებს.

მეზობლები გამოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ თ.რ. -ს და მის მეუღლეს ხშირად ჰქონდათ ჩხუბი და უთანხმოება. მათი  თქმით  ქალს მეუღლე გარეთ  არასდროს უშვებდა, მეზობლებთანაც  კი.  გარდაცვლილი პოლიციას ხშირად  იძახებდა. თუმცა უცნობია რა რეაგირებას აკეთებდა პოლიცია ამ გამოძახებებზე. უცნობია ასევე არსებობს თუ არა შემაკავებელი და დამცავი ორდერები.

შედეგი გამოუსწორებელია, სახეზეა გარდაცვლილი და ტრავმირებული მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა გონებიდან ალბათ დიდხანს არ ამოიშლება ის შემზარავი სურათი, რისი მოწმენიც გახდნენ.

ოცდამეცხრე ქალი ბოლო ორი წლის განმავლობაში. როდის უნდა გააცნობიეროს სახელმწიფომ და საზოგადოებამ პრობლემის სიმწვავე. ზუსტად ამ სოფელში ამ სახლიდან 200 მეტრის მოშორებით ათი დღის წინ დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობდა გაეროს ქალთა ფონდის პროგრამის ფარგლებში. ჩვენი ერთ ერთი აქტივისტი თინათინ ღლონტი საუბრობდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სოფელში. გარედან ვერავის ოჯახურ კონფლიქტში ვერ ჩაერევი, თავად ქალები კი დუმან. რა არის ამ დუმილის მიზესი? არ დავიღლები და კიდევ ერთხელ დავწერ, დუმილის მიზეზია სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა, საზოგადოების გულგრილობა და თავად ქალის, როგორც უკვე მსხვერპლის უმწეობა.

მაშინ როცა არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რატომ არ იყენებს პოლიცია უფლებას გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, მაშინ როცა გესმის როგორ ითხოვს ბავშვი შველას –  და არ იძახებ პოლიციას, მაშინ როცა ამავე სოფელში ჩატარებული  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული არა ერთი  ტრენინგი, აქცია, მარათონი და ველოტური რჩება მხოლოდ აქტივობად, თეორიულად ყველა ძალადობას ემიჯნება, მაგრამ რეალურად ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ აგურსაც კი არ დებენ, რატომღა გვიკვირს ქალთა გახშირებული უმძიმესი მკვლელობები.

დიახაც  პირველ რიგში სახელმწიფოს, კერძოდ შსს-ს  კისერზეა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობები, რადგანაც სტრუქტურებში დასაქმებული პირები არ თვლიან ოჯახში ძალადობას მნიშვნელოვან დანაშაულად, თავიანთი სუბიექტური შეხედულებების მიხედვით უარს ამბობენ შემაკავებელი ორდერების გამოყენებაზე და  ა.შ.

მეორე რიგში კი  საზოგადოების კისერზე  , რომელიც იჩენს გულგრილობას  მსხვერპლის მიმართ, შემწყნერებელია  მოძალადის მიმართ,  თვლის, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10 თებერვალი, 2026

"საგანგაშოდ მიმაჩნია ის, რომ ქალთა მკვლელობის ფაქტები გახშირებულია"

პოლიციელი, რომელმაც დევნის დროს გაისროლა, დაკავებულია

ყველა სიახლე

ზაფრანი

საუკეთესო ცოლი

9:53; 11.02.2026
ზაფრანი

ჩაცმის სტილი და ზოდიაქოს ნიშნები

9:52; 11.02.2026
ზაფრანი

სპეციალური დიეტა და ასტროლოგია   

9:51; 11.02.2026
ზაფრანი

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ უფროსთან გაქვთ დაწინაურების შესაძლებლობა   

9:50; 11.02.2026
მსოფლიო

ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

9:48; 11.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

9:42; 11.02.2026
სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო