ორი დღის წინ, ბრიტანულმა რადიოსადგურმა “Planet Rock” საინტერესო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა _ რადიოს მსმენელებს იმ გარდაცვლილი მუსიკოსების ვინაობა უნდა დაესახელებინათ, რომელთა ცოცხლად ხილვას ისურვებდნენ.
ამ ინტერაქტივში დიდი უპირატესობით ცნობილმა ამერიკელმა გიტარისტმა ჯიმი ჰენდრიქსმა გაიმარჯვა.
საპატიო მეორე ადგილი ჯგუფი “Queen”-ის ლიდერ ფრედი მერკურის ერგო, მესამე პოზიციაზე კი რონი ჯეიმს დიო განთავსდა.
იმ გარდაცვლილი მუსიკოსების პირველი ათეული, რომელთა ცოცხლად ხილვასას ბრიტანელი მელომანები ისურვებდნენ, ასე მოიყურება.
1. ჯიმი ჰენდრიქსი; 2. ფრედი მერკური; 3. რონი ჯეიმს დიო; 4. ფილ ლინოტი; 5. ჰარი მური; 6. ბონ სკოტი; 7. რორი გალაჰერი; 8. ჯონ ბონემი; 9. ჯიმ მორისონი; 10.კიტ მუნი.