ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 1303 ანალიზი გაკეთდა კოვიდზე. აქედან 22 დადასტურებული შემთხვევა გამოგვივლინდა იმერეთში.
ეს ინფორმაცია დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა:
,,დღეის მდგომარეობით ქუთაისის კლინიკებში 300 ინფიცირებული გადის მკურნალობას. აქვე მიმდინარეობს უსიმპტომო პაციენტების გადაყვანა სასტუმროებში. ახალი შემთხვევები ნაწილობრივ უკავშირდება ოქროს ბირჟის კლასტერს.”