ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაქვემდებარებულ ა(ა).ი.პ -ებში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 8 ა(ა)იპ-ია: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი", "მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი", "მუნიციპალიტეტი სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება", "მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი", "დაბა ურეკის კულტურის სახლი", "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი", "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი", "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაქვემდებარებული აქვს, ასევე, სამი შპს _ საცხენოსნო კლუბი "მარულა". "მუნიციპალური ტრანსპორტი" და "ტექნოსერვისი".
ა(ა)იპ "ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრში" 14 თანამშრომელია დასაქმებული. დირექტორი _ შალვა შავიშვილი; ბუღალტერი _ გიორგი ბოლქვაძე; მექანიზაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების საკითხებში სპეციალისტი _ ვალოდია ბერიძე; ვაკანტურია აგრონომიული მომსახურების საკითხებში სპეციალისტის თანამდებობა; ფერმერებთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტი _ ბიძინა ქარჩავა; ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებში _ ზაზა მიქატაძე; სამართლებრივ საკითხებში _ მიხეილ გოგოტიშვილი; კომუნიკაციის საკითხებში _ თეონა ელიაძე; საქმის წარმოება _ გულნარა სანიკიძე; ოფისმენეჯერის თანამდებობაზეა სპეციალისტი დავით მარშანიშვილი; სპეციალისტი ფერმერული მეურნეობის განვითარების საკითხებში _ ოლეგ თავდიშვილი; სპეციალისტი მეცხოველეობის საკითხებში _ თამაზ კილაძე; სპეციალისტი მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებში _ ანდრო ვაშალომიძე; მეღვინეობის საკითხებში დამხმარე სპეციალისტი _ ლუკა კეჭაყმაძე.
თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 5.600 ლარს შეადგენს.
ა(ა)იპ "ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" შტატები ასე გამოიყურება: დირექტორი _ მაია ქუტიძე; ბუღალტერი _ მაია მიმინოშვილი; ექიმი ეპიდემიოლოგი _ ელზა სიმონიშვილი; ექიმი პარაზიტოლოგი _ მაია ლომჯარია; იმუნიზაციის ექიმი _ ხათუნა გირკელიძე; ექიმი პროფილაქტიკოსი _ გელა უგრეხელიძე; სტატისტიკოსი _ დალი გორდელაძე; ოპერატორი _ მაკა ბილიხოძე; ლაბორანტი _ ნინო ბედინაშვილი; ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელი პირი _ ინგა შავიშვილი; ინსტრუქტორ-ბონიფიკატორი _ ლუიზა მამფორია; მძღოლი _ თენგიზ მურუსიძე; სანიტარი _ მაია თალაკვაძე; სპეციალისტი _ ნინო დოლიძე; უმცროსი სპეციალისტი _ მარინა ინწკირველი; კურიერი _ მანანა ინწკირველი; სპეციალისტი _ მიხეილ მდინარაძე. თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 1 390 ლარს შეადგენს.
ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში" 11 თანამშრომელია დასაქმებული და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5. 250 ლარს შეადგენს. ცენტრის დირექტორი ავთანდილ მექვაბიშვილია; საორგანიზაციო განყოფილების უფროსი _ გენო ჩავლეშვილი; მეთოდური განყოფილების უფროსი _ ნაილი გრძელიძე; საფინანსო განყოფილების უფროსი _ მალხაზ კვაჭანტირაძე; მთავარი სპეციალისტი _ ნათია ცეცხლაძე; მთავარი სპეციალისტი _ ანა გოგატაძე; სპეციალისტი _ თინათინ ჩხატარაშვილი; სპეციალისტი _ მაკა ყაზაიშვილი; სპეციალისტი _ ნათია ინწკირველი; სპეციალისტი _ ლიანა ჭანიშვილი; ტექნიკური მუშაკი _ ქეთევან ჭუბაბრია.
ა(ა)იპ "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრში" 10 ადამიანი მუშაობს და მათი თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 4 970 ლარს შეადგენს. დირექტორი _ გიორგი სკამკოჩაიშვილი; ბუღალტერ-საქმის მმართველი _ მარინა მახარაძე; ინჟინერ-მშენებელი _ გია ჩხატარაშვილი; სპეციალისტი _ გოჩა დარჩია; არქიტექტორი _ თამაზ კვაჭანტირაძე; ინჟინერ-ნორმადარი _ ვლადიმერ მეგრელაძე; სამთო ინჟინერი _ თეიმურაზ საჯაია; სპეციალისტი _ ავთანდილ გაგნიძე; სპეციალისტი _ ზვიად ჯიჯიეშვილი; სპეციალისტი _ ხვიჩა კილაძე.
ა(ა)იპ "მუნიციპალური მომსახურების ცენტრშის დირექტორია შალვა კონჯარია; დირექტორის მოადგილე _ თეიმურაზ ქინქლაძე; იურისტი _ თეა სურგულაძე; საქმის მწარმოებელი _ მარინა ინწკირველი; მდივანი _ ეკატერინე ერქომაიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი _ რუსიკო გიორგაძე, ბილინგის სპეციალისტი _ მარინა ჩხაიძე; საფინანსო განყოფილების უფროსი _ ნუგზარ ჩხარტიშვილი; ბუღალტერი _ მეგი კომახიძე; შესყიდვების მთავარი სპეციალისტი _ ლადო ლომაძე; სპეციალისტი _ ნათია ნინიძე. აღნიშნულ ცენტრში სულ შვიდი განყოფილებაა: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსია თეიმურაზ ჩავლეშვილი; სპეციალისტი მატერიალურ უზრუნველყოფის საკითხებში _ ვახტანგ მეფარიშვილი; სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში _ ია სურგულაძე, ვაკანტურია 4 ტექნიკოსისა და ზეინკლის თანამდებობები, მძღოლი გია სადრაძეა.
გარე განათების განყოფილებას თემურ მესხია ხელმძღვანელობს; ვაკანტურია უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერის და ორი ელექტრიკოსის თანამდებობები; მძღოლ-ელექტრიკოსად ნუგზარ კეჭაყმაძე მუშაობს; გამწვანების განყოფილების უფროსად ზაზა ჭანუყვაძე დაინიშნა. აღნიშნულ განყოფილებაში ჯერ 8 თანამდებობა კვლავ ვაკანტურია.
წყალმომარაგების განყოფილებას ბადრი ხანთაძე ხელმძღვანელობს; სპეციალისტი _ თემურ ქილიფთარი; ჰყავს ოთხი დარაჯი: ბიჭიკო ადაძე, ოთარ პაპიძე, ილი ჩხარტიშვილი, ბიძინა მამარდაშვილი.
სასაფლაოს მომსახურების განყოფილების უფროსია მთიული დოლიძე. აქაც მუშის ადგილი ვაკანტურია.
უმეთვალყუროდ დარჩენილი შინაური ცხოველების ოზოლაციის განყოფილებას გიორგი მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს; დანიშნულია ერთი მუშა _ ლერი ჩხარტიშვილი, ხოლო ორი მუშის ადგილი ვაკანტურია.
დასუფთავების მომსახურების განყოფილებას ჯერ არ ჰყავს განყოფილების უფროსი. აღნიშნულ განყოფილებაში, ჯერჯერობით, 30 ადგილი ვაკანტურია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს "მარულას" თანამშრომელთა სია ასეთია: დირექტორი _ მერაბ გორგასლიძე; მეჯინიბე _ოთარ ჭელიძე; მეჯინიბე _ ელგუჯა თოდრია; ჟოკეი _ როსტომ ჭაფოძე.
შპს "ტექნოსერვისის" თანამშრომლების სია ასე გამოიყურება: დირექტორი _ დავით რუსიეშვილი; ბუღალტერი _ გივი რუსიეშვილი; "ტექნოსერვისს" ექვსი ტრაქტორისტ-მემანქანე ჰყავს: ტარიელ მიხეილიძე, ნიკო ჩიკაშუა, გოჩა გიორგაძე, რომან ფირცხალაიშვილი, ნუკრი გორდელაძე, ლაშა დოლიძე; მექანიკოსი _ გელა კალანდაძე; გუშაგები _ იმედა ნაცვალაძე, გურგენ ლიპარტელიანი.
შპს "მუნიციპალური ტრანსპორტის" საშტატო განრიგი ასეთია: დირექტორი _ ამბაკო გოგოტიშვილი; მთავარი ბუღალტერი _ როზა გობრონიძე; დისპეტჩერი _ თენგიზ მამულაიშვილი; მძღოლები _ ტარიელ თოიძე, მიხეილ ლომჯარია.
თუ რა შეიცვალა ა(ა)იპ-ებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ეკატერინე მგელაძე გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის კომენტარს ოფიციალურად გვწერს:
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში, ამ დროისთვის, 6 მოქმედი ა(ა)იპ-ია. ესენია: ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი" _ ხელმძღვანელი შალვა კონჯარია; ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" _ ხელმძღვანელი ავთანდილ მექვაბიშვილი; ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი" _ ხელმძღვანელი ქეთევან ლორთქიფანიძე; ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" _ ხელმძღვანელი მაია ქუტიძე; ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი" _ ხელმძღვანელი გია სკამკოჩაიშვილი; ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი" _ შალვა შავიშვილი.
ა(ა)იპ-ებში, ძირითადად, ძველი კადრებია, შეიცვალა ხელმძღვანელობა, დაემატა რამდენიმე ახალი კადრი".