https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საზოგადოებას ამომწურავი განმარტებები სჭირდება, თუ ვინ მართავდა იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებს”

13:10; 15.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, ავტომანქანების გაჩერება ფასიანია.  ეკლესიის, სავაჭრო ცენტრ  "იმედის", `საქართველოს ბანკის" და   "ძველი ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "სტაიანშიკებს", მხედველობიდან არცერთი მანქანა არ რჩებათ. თანხა მიაქვთ, თუმცა, ქვითარს არავინ იძლევა. შესაბამისად, არავინ იცის, ვის და რატომ უხდის თანხას.

წლებია ასე გრძელდება და ამის შესახებ "გურია ნიუსი" ჯერ კიდევ 2006 წელს წერდა. ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, სიტუაციის მოგვარების პირობაც დადო, თუმცა, არაფერი შეცვლილა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიები 10-წლიანი იჯარით ოზურგეთის ახლანდელი მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის მამას, დავით კვაჭანტირაძეს ჰქონდა მფლობელობაში.

დავით კვაჭანტირაძე 2 წელია, გარდაცვლილია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მამის ბიზნესს, დღეს, ზვიად კვაჭანტირაძე აკონტროლებს და შესაბამისად, აკრეფილი თანხა მასთან მიდის.

"რა შუაშია "მიშას აკრეფილ" ფულთან დეპუტატი კვაჭანტირაძე", _  ამ სათაურით გამოქვეყნდა მასალა "გურია ნიუსში" 2014 წლის 18 სექტემბერს.

"მამაჩემის მემკვიდრეობაზე ამ საკითხში სრულად განვაცხადე უარი და დავუმტკიცე ჩემს ბიძაშვილს, მამაჩემის ძმისშვილს, რომელიც არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ უფლებებს და ვალდებულებებს", _ ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ჩვენ გავაგრძელეთ ამ თემაზე მუშაობა, რადგან მოპოვებულ დოკუმენტებში ბევრი გაურკვეველი საკითხი იყო და ეს საკითხები კანონთან შესაბამისობაში, საბიუჯეტო ურთიერთობებში მეტ სიცხადეს მოითხოვს. ჩვენს ხელთ არსებული  დოკუმენტებით ირკვევა, რომ ზვიად კვაჭანტირაძე დღესაც ინდ. მეწარმე, დავით კვაჭანტირაძის  უფლებამონაცვლე პირია.

ჩვენს მიერ გამოთხოვნილი ოფიციალური დოკუმენტების  თანახმად, ნოტარიუს მაგდანა როყვას მიერ, 22.07.2013  წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობიდან ირკვევა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ, როგორც პირველმა რიგის მემკვიდრემ, მიიღო დავით კვაჭანტირაძის სამკვიდრო ქონება სრულად. მათ შორის იმ აქტივებზეც, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა.

ზვიად კვაჭანტირაძის მიერ ქალაქ ოზურგეთის მერისათვის და საკრებუ­ლოსათვის 26.08.2014 წელს მიწერილი წერილის ამონარიდი: "სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, როგორც მემკვიდრე, თანხმობას ვაცხადებ გავაგრძელო საიჯარო ურთიერთობები, მაგრამ თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4-ე პუქნტის შესაბამისად, გთხოვთ, მოიჯარის სახით ჩაანაცვლოთ ხელშეკრულების მხარედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პირი ბიძინა კვაჭანტირაძე, რომელიც იქნება გადახდისუნარიანი მოიჯარე… ".

შესაბამისად, ცხადია, რომ პარლამენტის წევრს სურს ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ მისივე მითითებით, თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, მას არ შეუძლია იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის სამეურნეო გამოყენება.

მამკვიდრებელი გარდაიცვალა 26.12.2012 წელს. საქართველოს კანონმდებლობით, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა გარდაცვა­ლებიდან ექვსი თვის შემდეგ, რის შედეგადაც დგინდება მემკვიდრე ანუ უფლებამონაცვლე, მაგრამ სამკვიდროს მართვა გარდაცვლილის მემკვიდრეს შეუძლია დაიწყოს მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდანვე, რის თაობაზეც შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ სანოტარო აქტს – "სამკვიდროს მმართველის მოწმობას", უფლებამოსილი პირის მიმართვის შემთხვევაში, გასცემს ნოტარიუსი.

სამკვიდროს მართვის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, ასევე სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია ვინ ახორციელებდა ინდივიდუალური საწარმოს მართვას, რადგანაც ინდ. მეწარმის გარდაცვალების შემდეგ ინდივიდუალური საწარმო გაუქმებულად ითვლება.

ოზურგეთის გამგეობასა და ი/მ დავით კვაჭანტირაძეს შორის ხელშეკრულება დადებულია 14.11.2006 წელს, რომელიც გარდაიცვალა ორი წლის წინ; შესაბამისად, გაურკვეველია,  ვინ ახორციელებდა მის უფლებამოსილებებს ბოლო ორი წლის განმავლობაში. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად ბატონი დავითის გარდაცვალებისა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ინდ. მეწარმის რეგისტრაცია დღეის მდგომარეობითაც კი გაუქმებული არ არის.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კითხვებით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს:

ვინ მართავდა ორი წლის წინ გარდაცვლილი ი/მ დავით კვაჭანტირაძის ნაცვლად იჯარით გაცემულ მუნიციპალურ ქონებას და ვინ იღებდა მისი განკარგვით შემოსავალს?

ხდებოდა თუ არა საიჯარო ქირის გადახდა ბოლო ორი წლის განმავლობაში (მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამი თვის განმავლობაში იჯარის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ხელშეკრულების გაუქმება)?

ვინ ადგენდა დავით კვაჭანტირაძის გარდაცვალების შემდეგ ბუღალტრულ ან საანგარიშგეო დოკუმენტაციას საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში (გარდაცვალებასთან ერთად, გარდაცვლილის მიერ გაცემული ყველა მინდობილობა გაუქმებულად ითვლება)?

მიიღო თუ არა მემკვიდრემ _  პარლამენტის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ შემოსავალი და თუ მიიღო, მოხვდა თუ არა 30/12/2013 წელს შედგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში იჯარა/პარკირების შედეგად მიღებული შემოსავალი, ან რაიმე სახით აისახა თუ არა ეს ფაქტი მის ქონებრივ მდგომარეობაზე?

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება შემოიტანა ქალაქის საკრებულოში საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ. განცხადებაში მოყვანილი იყო ფაქტი, რომ  მის მამას იჯარით აქვს აღებული მიწის ნაკვეთები 2006 წლიდან 2016 წლამდე სამეწარმეო საქმიანობისთვის ქალაქის ტერიტორიაზე 10- წლიანი ხელშეკრულებით.  ბატონი დავითი გარდაცვლილია, მისი უფლებამონაცვლე იყო მისი შვილი ზვიად კვაჭანტირაძე. ვინაიდან მას ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა, ამისათვის   საკრებულოზე გამოცხადდა მისი ბიძაშვილი ბიძინა კვაჭანტირაძე. ბატონმა ზვიადმა ითხოვა, რომ ხელშეკრულების გადასული ვალდებულება აეღო ბიძინა კვაჭანტირაძეს.

 საკრებულოს სხდომაზე გავიტანეთ აღნიშნული საკითხი, მოვიწვიეთ ბიძინა კვაჭანტირაძე და მივეცით თანხმობა,  ხელშეკრულება გადასულიყო ბიძინა კვაჭანტირაძეზე. როგორც გაირკვა, ბატონი დავითის გარდაცვალებიდან დღემდე, გარკვეულ პერიოდში, დაგროვდა დავალიანება,  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა _ დავალიანება 6 000 ლარამდეა, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც აიღო ახალმა მოიჯარემ. თუ ის ვერ შეასრულებს და არ დაფარავს იმ დავალიანებას, შემდეგ ქალაქის მერია და  საკრებულოც  ვიმსჯელებთ ხელშეკრულების გაუქმებაზე.

აქამდე ვინ იღებდა თანხას, ეს ჩვენ არ ვიცით; როგორც გაირკვა, იყო უმართავი სიტუაცია, არავინ არ იყო ამის მომკითხავი… ახლა ძველ დავალიანებას და ახალსაც გადაიხდის ახალი მოიჯარე. დანარჩენზე მე პასუხს ვერ გაგცემთ".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე უფრო ადრინდელ სიტუაციას იხსენებს.

"მე შემიძლია გაგცეთ პასუხი იმაზე, რომ როცა დავით კვაჭანტირაძე გარდაიცვალა, იჯარა ავტომატურად გადავიდა ბატონ ზვიადზე. ვინაიდან, ის არის მაჟორიტარი დეპუტატი და მას არ ჰქონდა ამის უფლება, განაცხადა, რომ გადასცემოდა თავის ბიძაშვილს, ბიძინა კვაჭანტირაძეს. თუ არ ვცდები უნდა იყოს 11 ნაკვეთი.

ჩვენ ვმუშაობდით ამ საკითხთან დაკავშირებით; გვქონდა არაერთი მიმოწერა ეკონომიკის სამინისტროსთან. იყო დავალიანება 5 000  ლარი,  ეს თანხა უნდა შემოსულიყო ადგილობრივ ბიუჯეტში  და დავალიანებაც დაიფარებოდა… უშუალოდ გაფორმება ჩვენ აღარ მოგვიხდენია, რადგან  მუნიციპალიტეტი ორ ნაწილად იყოფოდა, ამიტომ შევჩერდით."

_  ვინ წარმოადგენდა დავით კვაჭანტირაძეს მისი გარდაცვალების შემდეგ საკრებულოსთან ურთიერთობაში და ვინ ადგენდა ბუღალტრულ ან საანგარიშგებო დოკუმენტაციას ?

_ სხვა დანარჩენზე პასუხს ვერ გაგცემთ ფაქტიურად. დანარჩენზე ბატონმა ზვიადმა უნდა გაგცემთ პასუხი. დანარჩენ საკითხში არ ვარ კომპეტენტური.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. პირად მიმოწერაში კი არაკორექტულად და უსაფუძვლოდ, მამის ხსოვნის შელახვაში, შეკვეთილი მასალების მომზადებაში  გვდებს ბრალს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ იურისტ კახა ჩავლეშვილს:

"მოცემულ შემთხვევაში არსებული დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოყენებულია სამოქალაქო კოდექსის 590-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით – "მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების მოშლაზე და მოითხოვონ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენება".

შესაბამისად, ზემოთ ხსენებული ნორმა მემკვიდრეებს უფლებას აძლევს, მოითხოვონ საჯარო ხელშეკრულების გაგრძელება და არა იმას, რომ მესამე პირებს აჩუქონ ან მიყიდონ ან სხვა რაიმე ფორმით გადასცენ ეს აქტივი. რაც შეეხება მითითებული მესამე პირების მეშვებით იჯარით მიღებული ქონების გამოყენებას, ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრეს შეუძლია ვინმეს დაქირავებით ან ვინმეზე რწმუნებულების მიცემით მართოს ქონება. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი პრაქტიკა ანუ უფლებამოსილი პირის ჩანაცვლებისას, პირველი არ გახლავთ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკრებულომ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რომელი ნორმები აძლევდა მას უფლებას შეესრულებინა ზვიად კვაჭანტირაძის თხოვნა და იჯარის ხელშეკრულება გაეგრძლებინა ბიძინა კვაჭანტირაძისათვის.

ასევე მიმაჩნია, რომ საკრებულომ სრულყოფილი და ამომწურავი განმარტებები უნდა მისცეს საზოგადოებას, 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე, რა ხდებოდა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთებზე. რადგანაც სიტუაციის ბუნდოვანება საფუძვლიან ვარაუდს ბადებს იმის თაობაზე, რომ მხარეების მოქმედებები მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება", _ აღნიშნავს ჩავლეშვილი.

ჩვენ მზად ვართ, სრულად და ოპერატიულად გამოვაქვეყნოთ ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე, საკრებულოს განმარტებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებული სიტუაციის გარკვევის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევის მიზნით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

უეინ რუნი "ბარსელონაში" გადადის

თბილისში, ავტომუზეუმის ქუჩაზე, "გაზ"- ები, "ვაზ"- ები და "ზაზ"- ები...

ყველა სიახლე

საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10:41; 2.03.2026
ზაფრანი

ვინ მდიდრდება იშვიათად

10:32; 2.03.2026
მსოფლიო

ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

10:19; 2.03.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ორმაგი თამაში სიყვარულში

10:13; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო