ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა უახლოეს დღეებში დააყენებს საკითხს ლანჩხუთის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელის გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, საუბარია ათი გადასასვლელიდან მხოლოდ ორის დატოვებაზე.
აღნიშნული საკითხი რომ მტკივნეული იქნება მოსახლეობისთვის, ამაზე გამგებელმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა:
_ რკინიგზის ხელმძღვანელობას შევთავაზე, იქნებ, საშემოდგომო სამუშაოების დამთავრების შემდეგ მოხდეს აღნიშნული ცვლილებები, რადგან მოსახლეობას ყანებიდან მოსავლის სახლში მიტანა სხვა შემთხვევაში გაურთულდება. მათ გულთან მიიტანეს ეს პრობლემა, მაგრამ სამომავლოდ გადასასვლელების გაუქმებას მაინც განახორციელებენ.