ლანჩხუთში, 26 ოქტომბერს, გია ქურიძის შემოქმედებითი საღამო იგეგმებოდა, კულტურის ცენტრში მიდიოდა კიდეც საამისო სამზადისი, თუმცა 21 ოქტომბერს, იგი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო გარდაიცვალა.
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, გია იმნაიშვილის თქმით, გია წუხელ ღამის თორმეტი საათისთვის გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში ქუთაისში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გია ქურიძე კულტურის ცენტრში რეჟისორად მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. გარკვეული პერიოდი აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელიც იყო. რიგითი ლანჩხუთელები კი იცნობდნენ, უბრალოდ როგორც ხელოვანს, პოეტსა და რეჟისორს – გია ქურიძეს.