ე.წ. ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს _ ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი 11 წლით პატიმრობა შეეფარდა; გიორგი მაზმიშვილს 11 წლით, ხოლო ძებნილ მეგის ქარდავას 7 წლითა და 6 თვით.