შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული ავთანილ კ. დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა. სამართალადამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ავთანილ კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს, სიტყვის, აზრის გამო, ან და მის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, პროფესიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით (საქართველოს სსკ-ს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).