საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ცნობით, 2014 წლის სექტემბრში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2426 დანაშაული, აქედან 1619 გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია – 66,74%.
შსს-ს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო –პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა – 12,45 %.
შსს-ს ცნობით, 2014 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 19787 დანაშაული, აქედან 12529 გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია – 63,32%.
შსს-ს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა – 16,55 %.