(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ სურგულაძემ გურიის რეგიონის 21 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. კომპიუტერი მიიღეს ჩოხატაურის საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ _ ანა უნგიაძემ, თათია რამიშვილმა (ჩაისუბნის საჯარო სკოლა), გიორგი კალანდაძემ, გიორგი ლომთათიძემ და მარიამ მეგრელიძემ (ხიდისთავის საჯარო სკოლა).
ამიერიდან სამინისტრო ყველა წარმატებულ მოსწავლეს თუ სტუდენტს სწორედ საქართველოში წარმოებული კომპიუტერით წაახალისებს.