ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ცინცაძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ მოსწავლეს, თინიკო ჩხიკვაძეს რკინის გისოსი თავში არ დაცემია.
"იმ წუთას, რა მოხდა არავინ არ იცის. როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, რკინის გისოსი წაქცეული ნახეს და ბავშვს ფეხზე დაეცა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ბავშვები ყველა დასვენებაზე იყო და როდესაც ზარი დაირეკა, ეს ბავშვი ადრე ავიდა.
ფანჯრის ჩარჩოდან ჩამოვარდნილი გისოსი, ჯაჭვით მიმაგრებული იყო კედელზე და არ ვიცი, რა მოხდა, როგორ ჩამოვარდა. გისოსზე ასევე მიმაგრებული იყო ფრენბურთის ბადე და არ არის გამორიცხული, რომ იქ წავიდა სათამაშოდ. ყველაფერი წამებში მოხდა. ბავშვს, რომ ის გისოსი დასცემოდა თავში, სავალალო მდგომარეობა იქნებოდა", _ გვითხრა მარინა ცინცაძემ.
(ფოტო ილუსტრაცია)