ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ინიციატივით, 8 ნოემბერს „ჭადრების ბაღში“ სახალხო დღესასწაული „ალეგრობა“– ოზურგეთობა გაიმართა. ღონისძიება, რომელიც თორმეტ საათზე დაიწყო გვიან საღამომდე გაგრძელდა. პროგრმის ფარგლებში, მოეწყო შემოდგომის კომპოზიციების გამოფენა, ღვინის ფესტივალი, ჩაის ფესტივალი, წიგნების ფესტივალი, ქართული ტრადიციული სპორტული ასპარეზობები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა, ტურისტული გამოფენა, ყვავილების გამოფენა, ფოტო გამოფენა „ძველი ოზურგეთი“, მხატვარ მარინა უჯმაჯურიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების, ასევე, ანსმბლ“ბასიანისა“ და „მეტეხის“კონცერტი.
კონცერტის დასასრულს, ქალაქის მერმა, საპატიო ოზუგეთელების გამოსავლენად, სცენაზე მიიპატიჟა მეუფე იოსები, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე და გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
„პირველ ყოვლისა, მოგესალმებით და მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება შედგა და ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთის სიხარული გავიზაიროთ. დღეს დავასახელებთ საპატიო ოზურგეთელებს, მინდა გითხრათ, რომ სპეციალურმა კომისიამ ათი დღის მანძლზე იმუშავა მათ გამოსავლენად, მადლობა ღმერთს, ღირსეული ადამიანი ქალაქში ბევრი გვყავს, დღეს ექვსი ადამიანი გახდება საპატიო ოზურგეთელი, მომავალ „ალეგრობას“ კი ეს რიცხვი გაიზრდება“.
საპატიო ოზურგეთელები გახდნენ მერაბ ბერძენიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ეთერ ქადეიშვილი, არსენ კეჭაყმაძე, ლიანა შეწირული, თემურ ჯახვა.
„გისურვებთ ყველას წარმატებებს და მადლობას ვუხდი მათ, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ლამაზი კუთხის მშენებლობაში, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი კარგი გაკეთდება, ამაში ღმერთი ნამდვილად დაგვეხმარება“– აღნიშნა მეუფე იოსებმა.
ბეგლარ სიორიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ისრაელის დელეგაციას, რომელიც 6 ნოემბერს რვაკაციანი შემადგენლობით ეწვია ოზურგეთს.
(R)