ზურაბ კიღურაძე:
_ ალბათ, იმართება. დღევანდელი სიტუაცია, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის.
ვასილ ბლაგიძე:
_ ნამდვილად არ ვიცი, კულისებიდან ქვეყანა რამდენად იმართება, მაგრამ ის, რაც მოხდა გასულ დღეებში, შეიძლებოდა ისე მოწესრიგებულიყო, რომ ამხელა აჟიოტაჟის ფორმა არ მიეღო, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი კუთხით. ჩემი აზრით, ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ საქმეში.
მარინა ცენტერაძე:
_ ნამდვილად იმართება კულისებიდან. ჩემი იმედები ვერ გაამართლა ამ ხელისუფლებამ. უკმაყოფილო ვარ ამ სიტუაციით.
მანანა ქუთათელაძე:
_ დიდი იმედები მქონდა, მაგრამ გამიცრუვდა.ვერ ვხვდები ვერაფერს, არ ვიცი.
ანგელინა ნიკოლაიშვილი:
_ ჩვენმა მოქალაქეებმა სთხოვეს იმ ადამიანს, რომ მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, რაც შეიძლებოდა, იქედან ემართა. შეიძლება, იმართება კულისებიდან, მაგრამ ეს იყო ხალხის მოთხოვნა. რაც შეეხება პიროვნებებს, რომლებიც დღევანდელ პოლიტიკაში შემოდიან, როგორც კარგი პოლიტიკის გამტარებლები, თუ ყველა სამშობლოს მოსიყვარულეა და სწორი პოლიტიკით მიდის, ყველას გაუმარჯოს.