რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს ფული, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფაბიო კაპელოს ხელფასი გადაუხადოს _ამის შესახებ ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა სერგეი სტეპაშინმა განაცხადა.
სტეპაშინის თქმით, კაპელოსთვის ხელფასის გადაუხდელობა ერთი და ორი თვის პრობლემა არაა: _ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას დაფინანსების მოპოვებაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როცა მწვრთნელთან ხელშეკრულებაზე აწერდა ხელს.
Dayli Mail-ის მონაცემებით კაპელო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელია _ ის წელიწადში 6 700 000 ფუნტ სტერლინგს იღებს ხელფასის სახით.
ამასობაში, კაპელოს გუნდი დაშლის პირასაა _ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები _ პანუჩი და ნერი არ გამოცხადნენ რუსეთის ნაკრების შეკრებაზე ავსტრიაში. პანუჩის თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ მას და ნერის არ შესთავაზა ახალი კონტრაქტი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ფიფა-სგან 8 მილიონი დოლარი მიიღო.
ფაბიო კაპელოსთან კონტრაქტი 2018 წლამდე _ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდეა გაფორმებული.