12 ნოემბრის მონაცემებით საწარმოებმა ფერმერებისგან 34821 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას შიდა ქართლის ხუთი საწარმო იღებს: შპს "გეოფრუტი", შპს "ნატურალ 7", შპს "ბიოჯუსი", შპს "სამეგობრო" და შპს "ჯეოკონცენტრანტი", ხოლო რაჭაშიშპს "GEO-FLOWER". პროგრამის ფარგლებში საწარმოებმა სუბსიდიის სახით 2 მილიონ 676 ათასი ლარი მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება სექტემბერში დაიწყო.პროექტისფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 10 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
(R)