საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახლით კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
"თქვენი სახელით მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. კახა გახლდათ არაორდინალური პიროვნება, რომლის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს", _ აღნიშნა უსუფაშვილმა.
დეპუტატებმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.