დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში განხორციელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი გარემონტებული ბაღისთვის ავეჯი შეიძინა.
საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი მეუღლესთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრებს კონცერტით დახვდნენ და ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების დასასრულს იაპონიის ელჩმა „სულიკო“ შეასრულა, რომლის ექსკლუზიურ კადრებს "გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.