დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N 1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი “გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების” ფარგლებში განხორციელდა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრებს კონცერტით დახვდნენ და ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს.
საზეიმო კონცერტზე, ლიკა ბერაძის შესრულებულმა იაპონურმა სიმღერამ სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.