დღეს 14 ნოემბერს სოლიდარობის ფონდსა და სამედიცინო ცენტრ, „ლანცეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც კლინიკა ლანცეტის ადმინისტრაცია აქტიურად დაუჭერს მხარს სოლიდარობის ფონდის ინიციატივას და ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციას.
ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა კლინიკის შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, კლინიკა ლანცეტის დირექტორი ფარმან ჯეირანლი და ასევე კომპანიის სხვა თანამშრომლები.
აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სოლიდარობის ფონდში რესურსების მობილიზაციისა და პროგრამების გაფართოებისთვის, რომლის შედეგადაც 2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დახმარება გახდება შესაძლებელი.
2014 წლის 14 ნოემბრის მონაცემებით საქართველოს სოლიდარობის ფონდმა უკვე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 37 ბავშვისა და ახალგაზრდის 913,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება დაამტკიცა.