ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე, გუშინ, ლონდონში გარდაცვლილი საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს იხსენებს და "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ იგი იყო რეფორმატორი, რომელიც ქვეყნის შენების, ეკონომიკური პროცესების ფორმირებისა და ოპოტიმიზაციის გზაზე საქართველოს ძალიან დააკლდება.
"კახა ბენდუქიძე იყო საინტერესო პიროვნება. რომელმაც საქართველოში ბევრი რეფორმა დაიწყო. მან, საქართველოში რეფორმისტული აზროვნებას საფუძველი ჩაუყარა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იშვიათი გამონაკლისები არიან. ერთ-ერთი ასეთი კახა იყო.
შეიძლება ჩვენი აზრი და მისი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ ყოველთვის გვაინტერესებდა ასეთი ტიპის ადამიანები და კახა იყო სწორედ ასეთი ტიპის.
მიუხედავად იმისა, ჩვენი პოზიციები ემთხვეოდა თუ არა, მისი აზრი ყოველთვის, ყველას აინტერესებდა.
ის ამ თვალსაზრისით უნიკალური იყო. ძალიან სამწუხაროა, ქვეყნის შენების, იმ მომავალი ეკონომიკური პროცესების ფორმირებისა და ოპტიმიზაციის გზაზე, რაც საქართველოს პროგრესისტულ გზაზე უნდა ჰქონდეს ასეთი ტიპის ადამიანები უბრალოდ არ ეყოლებათ." – განაცხადა კალანდაძემ.