შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი, საქართველოში დღეს შექმნილ ვითარებას, შემაშფოთებელს უწოდეს და ამბობს, რომ ჩვენს თვალწინ ხდება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ანექსია.
"საქართველოს მთავრობას არაფერზე ეტყობა ეს ამბავი აწუხებდეს. ესაა უღირსი საქციელი".
მისივე თქმით, "თუ დღეს საქართველოში მცხოვრები ხალხი ერთად არ დადგა და ეს ანექსია არ გააპროტესტა, ხვალ გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთ. ამიტომ, ვალდებულები ვართ მთავრობას შევახსენოთ ამ ფაქტზე ხმა ამოიღონ."