ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის შენობა, 30 წელზე მეტია, ავარიულია. დაზიანებული სახურავი, კედლები, იატაკი, სპორტდარბაზი და თითქმის დანგრეული საპირფარეშო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საფრთხეს უქმნის.
ავარიული შენობის გამო, 300 მოსწავლიდან სკოლას დღეს მხოლოდ 83 მოსწავლე შემორჩა.
გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ერთადერთი სურვილი ახალი შენობაა _ ამ თხოვნით ბავშვებმა განათლების მინისტრსაც მიმართეს და სკოლის გარემონტება საკმაოდ ორიგინალური მეთოდით სთხოვეს.