სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ფარგლებში, დღეს, დასავლეთ საქართველოს, სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი ავტომანქანა გადაეცა.
მანქანები თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების მოთხოვნითაა აღჭურვილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისს, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სტუმრობდა.
მისი განცხადებით, ახალი სასწრაფო დახმარების ავტომობილებით, პრობლემა მოგვარდება მაღალმთიან რაიონებშიც და იქ სწრაფი სამედიცინო მომსახურების მიღება ხელმისაწვდომი გახდება. სერგეენკომ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ავტოპარკის განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება. სასწრაფო მანქანების გადაცემა, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.
"ის, რაც დღეს ხდება, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპია. მისი დიდი ნაწილი მაღალი გამავლობისაა და შესაბამისად, მაღალმთიან რაიონებშიც აღარ შეიქმნება გადაადგილების პრობლემები . ხოლო წლის ბოლომდე, მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულდება, სასწრაფო სამედიცინო მანქანების, ავტოპარკის განახლება", _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება ქვეყნის მასშტაბით 29 ოქტომბერს დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. რაც, საერთო ჯამში რაიონული ცენტრებისთვის "ford" -ის მარკის 80 საშუალო გამავლობისა და "volkswagen"-ის 100 მაღალი გამავლობის ავტომობილს გადაცემას ითვალისწინებს.