https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩოხატაურში სახელმწიფო თეატრის აღდგენაზე აუცილებლად უნდა იზრუნონ”

4:10; 25.10.2011
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს მანუჩარ შერვაშიძეს. მის მიერ შესრულებული როლები მუდამ აღაფრთოვანებდა მაყურებელს თავისი მაღალი პროფესიონალიზმითა და იმპროვიზაციის საოცარი ნიჭით. მას ასზე მეტი როლი აქვს შესრულებული: პოლონიუსი (შექსპირის “ჰამლეტი”), სერენდრუ (შექსპირის “მეთორმეტე ღამე”), ყვარყვარე თუთაბერი (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), გენერალი სუმბათაშვილი (ვ. კანდელაკის “დრო _ 24 საათი”), ხარიტონი (პ. კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”), თამაზი (ა. ჩხაიძის “როცა ქალაქს სძინავს”), ნუგზარი (ა. სამსონიას “”ზღვა და სიყვარული”), ბესო (თ. ჭილაძის “ბუდე მეცხრე სართულზე”), ლადო (თ. ჭილაძის “ჩიტების ბაზარი”), უნივერსალი (გ. დოჩანაშვილის “ხორუმი ქართული ცეკვაა”) და სხვა. მაყურებელი მას ასევე იცნობს, როგორც შესანიშნავ კინომსახიობს. იგი გადაღებულია ფილმებში: “წუთისოფელი” (სიპიტო) “მთვარის მოტაცება” (არემბა ასლან), “რეკორდი” (დურუ ხუნჭუა), “დაბრუნება” (ილარიონი), “მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ” (ბიძინა) და სხვ.

დღეს მანუჩარ შერვაშიძე ჩვენი გაზეთის სტუმარია.

_ ბატონო მანუჩარ, თქვენ, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩამოხვედით ბათუმის სახელმწიფო თეატრში და აგერ უკვე 56 წელია აქ მოღვაწეობთ.

_ მე და ჩემი მეუღლე ნინო საკანდელიძე, ახლად შეუღლებულები ვიყავით, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი რომ დავამთავრეთ და განაწილებით ბათუმის თეატრში ჩამოვედით. ერთწლიანი ხელშეკრულება გვქონდა, მაგრამ ბათუმის თეატრმა, ამ საოცრად თბილმა ხალხმა, ისე მიგვიღო, რომ აქედან წასვლის არავითარი სურვილი არ გაგვჩენია. თეატრში მოგვიხდა ისეთი შესანიშნავი მსახიობების გვერდით მუშაობა, როგორებიც იყვნენ იუსუფ კობალაძე, ნუნუ თეთრაძე, აკაკი მგელაძე, მიხეილ ჯალაღანია, გურამ ხინიკაძე, რეჟისორები გრიშა ლაღიძე, შალვა ინასარიძე და სხვები. ერთი წელი ეპიზოდურ როლებს ვასრულებდი, შემდეგ კი დაიწყო წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა. როცა სპექტაკლში არ ვიყავით დაკავებულები, მსახიობები პარტერში ვისხედით და ყველა რეპეტიციას თვალს ვადევნებდით, შემდეგ კი ჩვენ შეხედულებებს გამოვთქვამდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით გმირის სულიერ სამყაროში ჩაწვდომაში. 6 წლის მუშაობის შემდეგ, მე და ჩემს მეუღლეს აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება მოგვანიჭეს.

_ თქვენ ლილი იოსელიანის მოწაფე იყავით. რას იტყვით მასზე, როგორც რეჟისორზე და როგორც პედაგოგზე?

_ ქალბატონი ლილი არაჩვეულებრივი რეჟისორი გახლავთ. მის მიერ დადგმული ყველა სპექტაკლი მაღალი პროფესიული დონისაა. მან ქართულ თეატრს მრავალი ნიჭიერი თაობა აღუზარდა. ხშირად მეუბნებოდა: თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო, აუცილებლად ძალიან ბევრი უნდა მოითმინოო. დღემდე მახსოვს ეს შეგონება და ვითვალისწინებ.

_ თქვენ 100-ზე მეტი როლი გაქვთ შესრულებული. გავიხსენოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება და აღიარება მიგიტანათ.

_ მახსოვს, ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ინსცენირების ავტორმა, ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ პიესა ჩამოიტანა. შეიკრიბა დასი და ბატონმა გიგამ მისთვის ჩვეული არტისტიზმით დაიწყო პიესის წაკითხვა. ის არა მხოლოდ კითხულობდა, არამედ თითოეულ როლს თამაშობდა. როცა ბოლომდე მოვისმინე პიესა, თვალის ექიმის როლი ჩემთვის “ავირჩიე.” ერთი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ილარიონის როლზე დამამტკიცეს. ძალიან გამიკვირდა და შემეშინდა. მაშინ 27 წლის ვიყავი და 70 წლის ხანდაზმულ ადამიანად უნდა გარდავქმნილიყავი. გაჩაღდა მუშაობა, მაგრამ ვატყობ, ჩემს როლს ვერ “ჩავავლე.” ვუთხარი რეჟისორ შალვა ინასარიძეს, რომ არ იყო ეს ჩემი როლი და სხვა მოეძებნათ, მაგრამ რეჟისორი საშინლად გამიბრაზდა და მკაცრად მითხრა: _ ეს ზუსტად შენი როლია და იცოდე, ბრწყინვალედ უნდა შეასრულო! რას ვიზამდი, გავაგრძელე მუშაობა, დღე და ღამე ამ როლზე ვფიქრობდი, დავიწყე გარეგნული გარდასახვა. გავიკეთე გრძელი ცხვირი, ყაბალახი მოვირგე, სხვა გარეგნული ნიუანსები დავამუშავე, ჩავიხედე სარკეში და გავვოცდი _ სარკიდან ნოდარ დუმბაძის ილარიონი მიცქერდა. ისეთი გარეგნული გარდასახვა მოვახდინე, რომ გენერალურ რეპეტიციაზე დრამატურგმა შოშია ჩხაიძემ ვერ მიცნო და იკითხა, ეს მსახიობი ვინ არისო. იმ დღიდან დაიწყო ამ სპექტაკლის ტრიუმფალური სვლა.

_ თქვენი კინო როლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სიპიტოს როლი ფილმში “წუთისოფელი”. როგორ დაგამტკიცეს ამ როლზე?

_ ეს როლი ფილმის რეჟისორმა შოთა მანაგაძემ შემომთავაზა, კინოსტუდიაში მივედი და როლზე მაშინვე დამამტკიცა. ამ ფილმში მე და სოფიკო ჭიაურელი პარტნიორები ვიყავით. ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა. საოცარი ქალბატონი იყო, უაღრესად მეგობრული. რესტორანში რომ შევიდოდით, ფულის გადახდას ვერავინ დაასწრებდა. ძალიან დაგვაკლდა ეს უნიჭიერესი მსახიობი.

_ ბათუმის სახელმწიფო თეატრი სისტემატურად ატარებდა სპექტაკლებს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში, მათ შორის ჩოხატაურშიც…

_ ძალიან კარგად მახსენდება ჩოხატაური. მე, საერთოდ, მაყურებლის განწყობის მიხედვით ვთამაშობ სცენაზე, ჩოხატაურელი მაყურებლიდან ყოველთვის მოდიოდა ის იმპულსები, რაც მეხმარებოდა, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა. ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა კვლავ უნდა გაგრძელდეს. ჩოხატაურის თეატრმა უფრო უნდა იაქტიუროს. ბევრ ქალაქში, როგორიცაა ხულო, ზესტაფონი, სენაკი და სხვა, აღდგენილ იქნა სახელმწიფო თეატრი. ჩოხატაურში, ამ ნიჭიერ კუთხეში, სადაც თეატრს ძალიან საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს, აუცილებლად უნდა აღდგეს სახელმწიფო თეატრი. მჯერა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ეს საკითხი დადებითად მოგვარდება. თუ ჩემი თავი დაგჭირდეთ, მითხარით და ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით გავჩნდები.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

"თავისუფალი დემოკრატები" "მედალფას" მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ

პრობლემები ლესაში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო