რუსუდან თავართქილაძე:
_ ყოფილა შემთხვევები, რომ არ მოსულა დროულად.
პავლე ჯიშკარიანი:
_ სასწრაფო დახმარების მანქანა თხილის გადასატანად აქვთ, მეტი რაშია გამოსადეგი? 10 ლარი ჩეკის ამოწერა უნდა _ ექიმს ფული მიაქვს, რეცეპტს დაგიწერს და გიშვებს აფთიაქში, სადაც 50 ლარი გიჯდება წამლის ყიდვა, სხვაგან კი 27 ლარად იყიდი. ესაა მაგათი სასწრაფო დახმარება და მედიცინა!
მარინა მახარაძე:
_ 112-ის გამოძახება არაეფექტურია _ დრო იკარგება, თუმცა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახებით არ ვარ უკმაყოფილო. მე ახლო სოფელში ვცხოვრობ და არაა პრობლემა, მაგრამ შორ სოფლებში კი იქნება პრობლემური.