დღეს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, ახალ ინიციატივას საქართველოში მოქმედი კომპანიებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობს.
მათი თქმით, ინიციატივას "ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპები: თანასწორობა – გზა ძლიერი ბიზნესისკენ" ეწოდება და გულისხმობს 7 ნაბიჯს, რომლებიც კერძო სექტორის მიერ ქალთა უფლებების წინ წამოწევას ემსახურება.
აღნიშნული 7 ნაბიჯი, რომელსაც 7 პრინციპსაც უწოდებენ, გულისხმობს ბიზნესში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, თანაბარი შესაძლებლობებისა და არადისკრიმინაციული მიდგომის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განათლებასა და ტრენინგებს, ბიზნესის განვითარებას, გენდერულად მგრძნობიარე თემების მხარდაჭერას, ქალ ლიდერთა ხელშეწყობას, მიღწეული წარმატების გაზომვას და სხვა.
7 ნაბიჯი ქალთა უფლებების გაფართოებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავდა და უკვე საკმაოდ ბევრ კომპანიაშია დანერგილი.
აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნესს, ყურადღება გაამახვილოს იმ ძირითად კომპონენტებზე, რომლებიც აუცილებელია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში.