(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალმა გამგებელმა საკადრო ცვლილებები დაიწყო. ორშაბათს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე ჩაისუბნელი ტარიელ (ტატო) ჩხიკვაძე დაინიშნა:
_ ბერძენიშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა. რაც შეეხება მის შემცვლელს, ეს არის ახალგაზრდა კადრი, რომელიც ყოველგვარი პროტექციის გარეშე დაინიშნა. მე ყველა იმ ადამიანს შევხვდი, რომელსაც გამგეობაში სამუშაოს დაწყების თხოვნით განცხადებები ჰქონდათ დაწერილი. ამის პარალელურად, ყველგან ვეძებდი ნიჭიერ და პროფესიონალ ადამიანებს, სწორედ მათ შორის ამოვარჩიე ახალი კანდიდატურა ზედამხედველობის სამსახურისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლელა იმედაშვილმა.
ჩვენს კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა საკადრო ცვლილებები, გამგებელმა დადებითად უპასუხა, თუმცა, კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კონკრეტული ცვლილება კულტურისა და სოციალურ სამსახურებს ამ დღეებში შეეხებათ.