https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა შეუძლია მამა-შვილის მარჯვენას

4:11; 1.11.2011
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუ გინდათ, რომ დაუჯერებელი დაიჯეროთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მამა-შვილს კუკური და კოტე თავაძეებს შრომის პროცესში უნდა წაადგეთ თავს და რატომ ეძახიან მათ თანასოფლელები ხუმრობით “უგრძნობებს”, პირველივე შეხვედრით დარწმუნდებით. მათი ოჯახის ტრადიცია შრომისადმი თავდავიწყებულ მიდრეკილებას უკავშირდება, თუმცა, წინაპართა თავგამოდება მამა-შვილმა რეკორდულად დაჩრდილა და ახლა 10 ჰექტარი მიწის ფართობზე გაჩაღებული საქმიანობის მნახველები მხრებს იჩეჩავენ მხოლოდ: _ აქ ორი კაცი შრომობს თუ მთელი ბრიგადა?

თხილის პლანტაცია, რიგთაშორის კი “გალანტუს ვორონოვის” (ჩვენთან თეთრი ენძელას) ბოლქვების ნათესების მწკრივები, გვერდით ახალმოშენებული იაპონური ხურმის (“ხაშია”) ნარგავები, მოშორებით სათიბი ფართობი, სადაც სპეციალურ “რაიგრასს” თესავენ და ყოველ თვეში 30 ტონამდე თივას ცელავენ. იქვე სიმინდის ყანა და სპეციალური, საგანგებოდ მომზადებული ნალია, რომელიც 40 ტონა სიმინდს იტევს. სიგრძივ შენობაში _ მარცხნივ ძროხების სადგომი, მარჯვნივ _ უკვე ასამუშავებლად გამზადებული თხილის სატეხი მიკრო-ქარხანა _ ასეთი განლაგება აქვს კუკური და კოტე თავაძეების შრომით შექმნილ ვრცელ ფართობზე გადაჭიმულს ეზო-გარემოს.

ძირითადად აქ კოტე თავაძე შრომობს. “უგრძნობს” “კარმიდამო ჩემი” დილაადრიან სამუშაო ფართობში ეწვია, რადგან მისი მოხელთება თავისუფალ დროს, რომელიც მას არც გააჩნია, ძალიან ძნელია.

_ კოტე, ჯერ შენ მხოლოდ საოჯახო ძალებით მოქმედებ და ვიდრე ადამიანი საკუთარი თვალით არ ნახავს შენს შრომას, დაუჯერებელია, რომ მამა-შვილი “მთებს აბრუნებთ”, რას ისახავ საბოლოო მიზნად?

_ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ მიზანმიმართული საქმე, რასაც ბიზნესი ჰქვია. უნდა დავასაქმოთ ხალხი, მინიმუმ 10 კაცი მუდმივად, სეზონურად _ უფრო მეტი, თუმცა, ჯერ წინა სამუშაო სამზადისი მაქვს. ისე, სამი ოჯახიდან თითო კაცი აქ დროდადრო დასაქმებული მყავს _ მეხმარებიან ცელვაში, პირუტყვის მოვლაში, მე კი აქ მიღამდება და აქ მითენდება.

_ ეს არის წინასამუშაო სამზადისი? თხილის პლანტაციები, თხილის მიკრო-ქარხანა უკვე მზადაა, გყავს პირუტყვი, აქვე თივის ფართობი გაქვს…

_ დიახ, სულ აქ 10 ჰექტარი მიწის ფართობია. თავდაპირველად თხილის პლანტაცია გავაშენე. აგრეთვე, თხილის რიგებს შორის დავთესე “გალანტუს ვორონოვის” ბოლქვები, იცით, ალბათ, გურიაში ადრე გაზაფხულზე ხშირად ტყეებშიც თხრიან და აბარებენ ამ ყვავილის ბოლქვებს. საზღვარგარეთ მიაქვთ, უფრო ჰოლანდიაში. აგვისტოს ომის დროს 15 ტონამდე ვიზარალე, ვერ გავიტანეთ. აქვე მაქვს თივისთვის განკუთვნილი ფართობი, სადაც ვთესავ “რაიგრასს”.

_ რა მცენარეა ეს, რამდენს თესავ და რა რაოდენობის თივას იწევთ?

_ 40 კილოგრამი შევიძინე ჩაქვში, ერთ-ერთ მაღაზიაში. ბერძნების შემოტანილია. დავთესე და გაზაფხულზე, მაისიდან დეკემბრის ბოლომდე, ყოველ თვეში 30 ტონა სათივე მასალას ვცელავ. ძალიან მალე ამოდის, მესამე დღეს უკვე საგრძნობლად წამოზრდილია. გაკეთებული მაქვს სპეციალური არხი, მდინარე ჩოლოქიდან გამოყვანილი, რომელიც წრეს არტყამს სათივე ფართობს სამი მხრიდან, შიგადაშიგ კალაპოტს რამდენიმე ადგილზე ჩავკეტავ ხოლმე და ასე მთლიანად ირწყვება. წყლის გარეშე ამ მცენარეს არ შეუძლია იხაროს.

_ რამდენი ძროხა გყავს ამჟამად?

_ ჯერჯერობით, 10 სულია. მომავალში კი ჰოლანდიური ჯიშის ძროხის მოყვანას ვგეგმავ. ახლახან ძროხა მომპარეს და მისი შვილი “ობოლაც” აქ მყავს, განსაკუთრებით ვუვლი.

_ თხილის მიკრო-ქარხანაც უკვე მზად გაქვს. რა წარმადობისაა და როდის აამუშავებთ?

_ ძალიან დიდი არ არის, 5-ტონიანი წარმადობისაა. საკუთარი ხელით დავასხი ცემენტი დაბლა. ყველა საქმე, რაც ხელოსანს, დურგალს თუ ელექტრიკოსს შეუძლია, თავად ვაკეთებ. აბა, იმდენი ფული სად მაქვს, ხელოსანი ვიქირავო? ოქტომბერში მუშაობას ვიწყებ. ალბათ, 10 ადამიანს დავასაქმებ, თანასოფლელებს.

_ თხილის პლანტაციის პარალელურად კიდევ ვხედავთ ნარგავებს.

_ დიახ, ეს იაპონური ხურმაა, ჩვენთან რომ “ხაშიას” ეძახიან. მესამე წელია, რაც დავრგე. სასუქს ვაძლევ, როგორც თხილს, ნაკელსაც ვუყრი.

_ შენ თქვი, რომ ჰოლანდიური ძროხების მოშენებას გეგმავ. შეძლებ მოვლას?

_ ერთ ძროხას 120 კგ. ბალახი სჭირდება. ვიცი, სამეგრელოში უკვე ჰყავთ. მე მაქვს “რაიგრასის” ფართობი და არ მეშინია. შენობასაც ვამზადებ, სადაც 28 სული პირუტყვი უნდა დაეტიოს. ცალკე სათავსოს ვამზადებ ხბოებისთვის, ახლა მუშაობის პროცესში ვარ, რომ სადგომში წყალი და შუქი შევიყვანო.

_ მარტო ძლევ ამდენ საქმეს? უცნაური გამძლეობისა და ამტანობის გამო, ხუმრობით “უგრძნობსაც” გეძახიან.

_ შრომა შემიძლია და რაც უფრო ვმუშაობ, გაჩერება მიჭირს. როგორ არ ვიღლები, მაგრამ ვუძლებ. მერე ენერგია მოდის და რა ვიცი… ღმერთს დიდება და მადლობა!

_ ამ ყველაფერს, რასაც აკეთებ, საკმაო თანხა სჭირდება.

_ ძირითადად, “პროკრედიტ ბანკის” სესხით ვმუშაობ. მაქვს თხილისა თუ მანდარინის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რასაც ძირითადად აქაურობას ვახმარ. ძალიან მინდა, კარგი საქმე გამომივიდეს. რამდენიმე სამუშაოს ვასრულებ, თუმცა, ყველა ერთმანეთთან კავშირშია. სისტემა ავაწყვე და უფრო და უფრო უნდა განვავითარო ყველაფერი. გადასახადს პატიოსნად და დროულად ვიხდი, არ მინდა სადმე ვინმე უკმაყოფილო მყავდეს.

მამა-შვილ თავაძეებს სალაპარაკოდ არ სცალიათ და რამდენიმე სატელეფონო ზარით და პირადი თხოვნით, ძლივს დავითანხმეთ, რომ ვსტუმრებოდით.

თუმცა, ამ თავშეკავების მიზეზი გულწრფელად გვითხრეს _ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, მერე გვესტუმრეთ, გადაგვიღეთ და დაწერეთ, საკადრისადაც გაგიმასპინძლდებით, გურულები კი ვართ, მარა, ასე ნაუცბათევი სტუმრობა ჩვენში სად გაგიგიათ, ფართობში რომ გვეწვიეთ, სახლში არ უნდა წამობრძანდეთო?

პატიჟის საშუალება ამჯერად ჩვენ აღარ მივეცით მამა-შვილ თავაძეებს, ძალ-ღონე ვუსურვეთ და მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობეთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

სომხური დიასპორა აფხაზეთში

ფომენკო ჩამოვაო

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო