https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 400 ტენდერიდან 126-ში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა

17:12; 24.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაციაა, რომლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დიდი წილი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დეტალურად შეისწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები. მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმას (http://tenders.procurement.gov.ge) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ტენდერების მონიტორინგის ვებგვერდს (http://tendermonitor.ge) ეფუძნება.

ძირითადი მიგნებები

კვლევისას რამდენიმე საინტერესო ფაქტი და ტენდენცია გამოიკვეთა:

სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვებს, ძირითადად, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346.5 მილიონი ლარი შეადგინა;

შესყიდვები დიდი უმრავლესობა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით ხორციელდებოდა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს;

ტენდერში გამარჯვებულებს შორის თანამდებობის პირების – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის და პარლამენტის წევრის სერგო ხაბულიანის მფლობელობაში მყოფი კომპანიებიც არიან;

2013-2014 წლებში 400 ტენდერიდან 126 შემთხვევაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა;

2014 წელს ზოგიერთ ტენდერში სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფმა კომპანიებმა – "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” და "თუშეთგზამ” გაიმარჯვეს;

300-ზე მეტი გაფორმებული ხელშეკრულებიდან დაახლოებით 100 მათგანში მომსახურების გაწევისას ვადის გადაწევის მიზნით ცვლილებები შევიდა;

ზოგიერთ კონტრაქტში ერთზე მეტი ცვლილებაა შესული. ყველაზე მეტი, 11 ცვლილება კი 2013 წელს "ბლექ სი გრუპთან” გაფორმებულ ტენდერში შევიდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს აღემატებოდა;

ხელშეკრულების ვადის ხშირი ცვლილებები აღძრავს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას მიმწოდებლები და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევებზე;

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს, მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პარტიასთან. კერძოდ, შპს "კავკასენერგოს” მფლობელმა ზვიად მესხმა 2014 წლის ივნისში ქართულ ოცნებას 30 000 ლარი შესწირა.

2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 890 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ყველაზე დიდი ბიუჯეტია. 2013 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 928 მლნ ლარი იყო. სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვებს, ძირითადად, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346.5 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთანავე, ეს თანხა დაახლოებით თანაბრად განაწილდა 2013 წელსა და 2014 წლის 11 თვეს შორის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ 2014 წლის ჯამური დანახარჯი წინა წლის თანხებს გადააჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვები დიდი უმრავლესობა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით ხორციელდებოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორი წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვების გზით მხოლოდ ერთი კონტრაქტი გააფორმა – შპს "სამშენებლო კომპანია ბათუმთან” სენაკი-ფოთი-სარფის გზის ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოებისთვის. დაახლოებით 31,000 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვა განახროციელდა სამინისტროს კიდევ ერთმა სსიპ-მა მუნიციპალური განვითარების ფონდმა.

2013-2014 წლებში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი კონტრაქტორი კომპანიები ლიდერობდნენ:
Fin-Estate; "არქეოპოლისი”; საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია "სერპანტინი”; "ბლექ სი გრუპი”; "ნიუ ქონსთრაქშენ”.

რამდენიმე კომპანიამ (Fin-Estate, არქეოპოლისი, საგზაო კომპანია თბილისი, გეომშენი-2004, საქმილსადენმშენი) 2013 წელთან შედარებით 2014 წელს მკვეთრად გაზარდა ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები, მაშინ, როცა 2013 წლის ლიდერი კომპანიები 2014 წელს მოწინავე პოზიციებზე აღარ გვხვდება.

საზოგადოებისთვის საინტერესო შესყიდვები

"საგზაო-სამშენებლო სარემონტო კომპანია "სერპანტინი” მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს უკავშირდება. კომპანიამ ორი წლის მანძილზე 6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო. წილების უმეტესობას (51%) კომპანიაში თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედაა. 2011-2012 წლებში კომპანიამ უფრო მეტ, 8 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მათი ჯამური ღირებულება მხოლოდ 1.7 მლნ. ლარი იყო.

2011 წელს რეგისტრირებულმა შპს "ჰერიომ”, რომლის მფლობელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილია, 2014 წელს 1.1 მილიონი ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი მოიგო, 2013 წელს კი კომპანიას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ გაუმარჯვია. აღსანიშნავია, რომ გალეგაშვილს და მის მეუღლეს ჯამში 360 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვთ აღებული. ამ სესხების ყოველთიური გადასახადი მინისტრის მოადგილის ხელფასს სამჯერ აღემატება.

1996 წელს დაარსებულმა შპს "ცეკურმა“, რომლის 62%-ს პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი ფლობს, ორი წლის განმავლობაში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში უმსხვილესი სამშენებლო კონტრაქტი 1995 წელს სს "საგზაო კომპანია თბილისთან“ გაფორმდა. 21 მლნ ლარზე მეტის ღირებულების ეს კონტრაქტი კომპანიას თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის გაუფორმდა. რადგანაც კომპანია სააქციო საზოგადოების ფორმითაა რეგისტრირებული, მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არ იძებნება.

არაკონკურენტული ტენდერები

ტენდერები, რომლებშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, კონკურენციის არქონის გამო, სხვა ტენდერებთან შედარებით მაღალი კორუფციის რისკის შემცველია. ასეთი ტენდერების შემთხვევაში, სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა თანხები დაზოგოს, რაც კონკურენციის შემთხვევაში მიიღწევა. 2013-2014 წლებში 400-დან 126 შემთხვევაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან, 17 შემთხვევაში ტენდერი შეწყდა, ან არ შედგა, 100-მდე შემთხვევაში გამარჯვებულთან კონტრაქტი გაფორმდა, დარჩენილი ტენდერები კი მიმდინარეობის პროცესშია. 100-მდე გაფორმებული კონტრაქტიდან დაახლოებით 40 შესყიდვა 1 მლნ ლარზე მეტის ღირებულების იყო. "სერპანტინმა”, "არქეოპოლისმა”, "საქმილსადენმშენმა”, "იბოლიამ” და "გეომშენი-2004”-მა ყველაზე მეტი (თითოეულმა 3 ტენდერი) ისეთი ტენდერი მოიგეს, სადაც მონაწილეები მხოლოდ თავად იყვნენ.

სახელმწიფო კომპანიების მიერ მოგებული კონტრაქტები

2014 წელს, 2013 წლისგან განსხვავებით, მიმწოდებლებს შორის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიებიც არიან. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ”, რომლის 100%-ს თავად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით სახელმწიფო ფლობს, 2014 წლის მანძლზე თითქმის 10 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები მოიპოვა, ხოლო სახელმწიფოს მფლობელობის ქვეშ მყოფმა კომპანია "თუშეთგზამ” – დაახლოებით 250 000 ლარის ღირებულების.

კონტრაქტების ვადის გადაწევა და ხელშეკრულების შეწყვეტა

სამშენებლო სამუშაოებისთვის 2013-2014 წლებში გაფორმებული 300-ზე მეტი კონტრაქტიდან, 200-ზე მეტ კონტრაქტში მიმდინარეობის მანძილზე ცვლილებები შევიდა. აქედან, 100-მდე შემთხვევაში ცვლილებები კონტრაქტის ვადის გადაწევის შესახებაა შეტანილი.

ზოგიერთ კონტრაქტში ერთზე მეტი ცვლილებაა შესული. ყველაზე მეტი, 11 ცვლილება კი 2013 წელს "ბლექ სი გრუპთან” გაფორმებულ ტენდერში შევიდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს აღემატებოდა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად კონტრაქტის შესრულების ვადამ ოთხჯერ გადაიწია და, საბოლოოდ, 2013 წლის დეკემბრის ნაცვლად 2014 წლის ოქტომბრით განისაზღვრა, თუმცა ხელშეკრულების სტატუსი ახლაც მიმდინარეა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის (მუხლი 21, პუნქტი 5) თანახმად "მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები.” ამ საკითხს უფრო დეტალურად არეგულირებს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღირებულების ჯამური ზრდა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს თუმცა, ვადის გადაწევის შემთხვევებზე ბრძანებაში არაფერია ნათქვამი.

ხელშეკრულების ვადის გადაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის პირობების გაუარესებად შეიძლება მივიჩნიოთ. ჩვენ არ შეგვისწავლია თითოეული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების მიზეზები, თუმცა ხელშეკრულების ვადის ხშირი ცვლილებები აღძრავს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას მიმწოდებლები და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევებზე.

შემსყიდველმა ორგანიზაციამ მხოლოდ ერთ შემთხვევაშ გააუქმა ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულება კიდევ 10-მდე სხვა შემთხვევაში გაუქმდა, ძირითადად, ამის მიზეზი თანხების ამოწურვა გახდა, სამჯერ კი ხელშეკრულება მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა.

კონტრაქტორი კომპანიების კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს, მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პარტიასთან. კერძოდ, შპს "კავკასენერგოს” მფლობელმა ზვიად მესხმა 2014 წლის ივნისში ქართულ ოცნებას 30 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიამ 2014 წელს ჯამში 400 000 ლარის ღირებულების სამი ტენდერი მოიგო, თუმცა ამ პროცესში საეჭვო გარემოება არ გამოვლენილა, ყველა ტენდერი კონკურენტული იყო და "კავკასენერგოს” სხვებთან შედარებით უკეთესი ფასი ჰქონდა მითითებული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

კობა ნაყოფია: არანაირ აქციებს არ ვაფინანსებ, მე მხარს ვუჭერ კომპანიის მუშაობას

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით “მარიხუანა” ამოიღო-დაკავებულია 1 პირი

10:17; 28.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

10:14; 28.12.2025
მსოფლიო

უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

9:56; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო