ქალაქ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში ოზურგეთელი სპორტსმენების დაჯილდოვება შედგა.
ქალაქ ოზურგეთის მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, ბესიკ მელუამ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ვალერიან მურვანიძე, გიორგი ჯაში, ზურაბ ცინცაძე, იური ლომაძე, შოთა ღლონტი, გიორგი ხუჭუა, ირაკლი ძიმისტრაშვილი, ლევან ქავჟარაძე, მძლეოსნობა: გოგა ჭიხვარია, ნანი პაკელიანი, ელენე ტოლსტოვა, ნიკა კარტავცევი, სოფო შათირიშვილი, მკვლავჭდი – დათო თენიეშვილი, ჭადრაკი – თორნიკე მახარაძე. საუკეთესო გუნდი – სარაგბო კლუბი არწივები.
ნომინაციაში "წლის საუკეთესო სპორტსმენი" სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელი დაჯილდოვდა. მათ სიგელები ქალაქის მერმა, ბეგი სიორიძემ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს. ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმატებული სპორტსმენებისთვის მერიამ 8400 ლარი გამოყო, რომელიც თხუთმეტ სპორტსმენსა და ოთხ მწვრთნელს გადაეცათ. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ოზურგეთის სპორტს მხარში უდგანან.