https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შემოსავლების სამსახურის ტენდერები და არაეკონომიურად დახარჯული თანხები

15:01; 5.01.2015
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემოსავლების სამსახურის აუდიტორული დასკვნა გამოაქვეყნა.

43 გვერდიანი დასკვნაში საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს დათმობილი  ტენდერების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებს.

"სახელმწიფო შესყიდვების შემოწმებით ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად (გაზრდილად) განსაზღვრის შემთხვევები, რის შედეგადაც ტენდერების თუ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვების განხორციელების დროს შემოსავლების სამსახურის საბიუჯეტო და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე მიმწოდებლებს მიღებული აქვთ არაგონივრულად დიდი მოგება.

გარდა ამისა ხელშეკრულებებში ხშირ შემთხვევებში განხორციელებულია ისეთი სახის ცვლილებები, რომლებიც არსებითად ცვლის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს. შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში შეცვლილია საქონლის რაოდენობა და ერთეულის ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში კი შემცირებულია საქონლის ტექნიკური პარამეტრების სიდიდე ისე, რომ სახელშეკრულებო ღირებულება შემცირებული არ არის.

ხშირ შემთხვევებში კი ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებისთვის შექმნილია ხელოვნური ბარიერები და გამარჯვებულებად გამოცხადებულია ბევრად უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტები. აღნიშნული გარემოებების შედეგად ადგილი ჰქონდა ფულადი სახსრების არაეკონომიურ ხარჯვას" _  ვკითხულობთ დასკვნაში, სადაც კონკრეტულ შემთხვევებზეცაა საუბარი.

მაგალითად, მაღალი ძაბვის ზეთიანი ტრანსფორმატორების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA120008533 – შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 103.0 ათასი ლარი) გამარჯვების საფუძველზე 2012 წლის 23 აპრილს შპს „ელ ეს ჯი“-სთან გაფორმდა ხელშეკრულება N1/361 101.9 ათას ლარზე.

დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლები. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას მოსაწოდებელი 2 ტრანსფორმატორიდან ერთი უნდა მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა პორტალ სადახლოზე (60.3 ათას ლარად), ხოლო მეორე პორტალ წითელ ხიდზე (41.6 ათას ლარად). ტრანსფორმატორების შემომავალი ძაბვა განისაზღვრებოდა 10000 ვოლტით (გამომავალი ძაბვა – 400 ვოლტი; სიმძლავრე – 630 კვა). 2012 წლის 7 მაისის შეთანხმების 10 ოქმი N1-ის საფუძველზე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად პორტალ წითელი ხიდისთვის მისაწოდებელი ტრანფორმატორის ტექნიკური მონაცემი შეიცვალა და შემომავალი ძაბვის მაჩვენებელი განისაზღვრა 6000 ვოლტით ნაცვლად 10000 ვოლტისა (ისე, რომ სახელშეკრულებო ღირებულება არ შემცირებულა). შედეგად შეძენილია შემცირებული ტექნიკური პარამეტრების მქონე საქონელი იგივე ფასად.

გარდა ამისა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ შპს „ელ ეს ჯი“ არ წარმოადგენდა აღნიშნული საქონლის არც მწარმოებელს და არც იმპორტიორს. მას არც სამონტაჟო სამუშაოები აქვს შესრულებული. აღნიშნული ტრანსფორმატორები შპს „ელ ეს ჯის“ შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე შპს „აღმოსავლეთის ელექტროტექნიკური კომპანიისგან“ და შპს „ნათელი ცხოვრებისგან“ თითოეული 20.0 ათას ლარად დღგ-ს ჩათვლით (სულ 40.0 ათას ლარად). სამონტაჟო სამუშაოები შესრულებული აქვს შპს „ელმონტაჟი-2011“-ს 27.7 ათას ლარად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ტრანსფორმატორების შეძენა-მონტაჟის რეალურმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 67.7 ათასი ლარი დღგ-ს ჩათვლით.

_ გაუგებარია, თუ როგორ განისაზღვრა არაადექვატური შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რითაც ტენდერში გამარჯვების საშუალება მიეცა ადგილობრივ ბაზარზე მოვაჭრე შუამავალ კომპანიას, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურის მიერ არაეკონომიურად გახარჯულია 34.2 ათასი ლარი, _ წერია დასკვნაში.

2012 წლის 16 იანვარს შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA120001745) საკუთარი სახსრებით სამფერიანი დიოდური განათების მონიტორების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 480.0 ათასი ლარით.

ტენდერში გამარჯვების საფუძველზე აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე შემოსავლების სამსახურსა და შპს „ნეოტექს“ შორის 2012 წლის 5 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება N1/214 ღირებულებით 475.2 ათასი ლარი.

2012 წლის 12 მარტის შეთანხმების ოქმი N1-ის საფუძველზე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად საბოლოოდ განისაზღვრა 62 ერთეული მონიტორის, 31 ერთეული რევერსიული სამართავი პულტის და 4 ერთეული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება-მონტაჟი. სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა 447.0 ათას ლარამდე. მიღება-ჩაბარების აქტების და ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული იქნა 432.2 ათასი ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ტექნიკა, რომლის შესაბამისი თანხა ანაზღაურებული იქნა. გამოკლებული იქნა ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე ტექნიკის მონტაჟის და პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება 14.8 ათასი ლარი.

ტექნიკა დამონტაჟებული ვერ იქნა ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობის გამო (დამონტაჟდა მოგვიანებით 2013 წლის 14 აგვისტოს N1/415 ხელშეკრულების საფუძველზე). როგორც იმპორტის დოკუმენტებით გაირკვა იმპორტირებული ტექნიკის თვითღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 167.1 ათასი ლარი (დღგ-ს გარეშე). გასაყიდი ფასი დღგ-ს გარეშე შეადგენს დაახლოებით 331.9 ათას ლარს. ფასნამატი თვითღირებულებაზე არაგონივრულია და შეადგენს დაახლოებით 164.8 ათას ლარს (98.6%).

ელექტრონულ ტენდერში (SPA110031073) გამარჯვების საფუძველზე შემოსავლების სამსახურსა და შპს „დიოს“ შორის 2012 წლის 16 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება N1/54 საბაჟო დეკლარაციების C5948 17.03.2012, C37229 19.07.2012, და C41906 11.08.2012 (26 ერთეულზე გადაანგარიშებით) მიხედვით, დამატებული გეზ-ში სასაქონლო ოპერაციების განხორციელების საფასური.

ასაწევი სექციური კარებების (26 ერთეული) მიწოდება-მონტაჟზე. მიწოდების ადგილს წარმოადგენდა გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ) თბილისი. სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 298.0 ათასი ლარი. ხელშეკრულებას არ ახლავს სახელშეკრულებო ღირებულების კალკულაცია და გაურკვეველია თუ რამდენად შეაფასა მომწოდებელმა მონტაჟის ღირებულება (ადგილობრივი ტრანსპორტირების გათვალისწინებით). როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით გაირკვა მხოლოდ საქონლის (იმპორტირებული კარებების) თვითღირებულებამ (შესყიდვის ფასის, ტრანსპორტირებისა და იმპორტის გადასახადის ჩათვლით) შეადგინა დაახლოებით 126.0 ათასი ლარი. პრაქტიკაში არსებული პროპორციის გათვალისწინებით (10%) მონტაჟის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 12.6 ათას ლარს. სულ თვითღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 138.6 ათასი ლარი. გასაყიდი ფასი დღგ-ს გარეშე შეადგენს 252.5 ათას ლარს (298.0/1.18). ფასნამატი თვითღირებულებაზე არაგონივრულია და შეადგენს დაახლოებით 113.9 ათას ლარს (82%).

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შპს „დიოს“ შესრულებული აქვს ორი დღის დაგვიანებით, რისთვისაც ეკუთვნოდა პირგასამტეხლოს გადახდა 2,979.96 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ინსპექტირების ჯგუფს შედგენილი აქვს დასკვნა. მიუხედავად ამისა შპს „დიოს“ მიერ პირგასამტეხლო გადახდილი არ იყო. დავალიანება ბუღალტრულად არც მოთხოვნებში იყო აღრიცხული.
აუდიტის ჯგუფის მითითებით 2014 წლის 28 აპრილს აღნიშნული თანხა გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

შემოსავლების სამსახურსა და შპს „დიოს“ შორის ელექტრონულ ტენდერში (SPA120002985) გამარჯვების საფუძველზე 2012 წლის 5 მარტს გაფორმდა ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულება N1/211 (ღირებულებით 32.5 ათასი ლარი) 5 ერთეული ასაწევი სექციური კარების ბათუმის გეზ-ში მიწოდება-მონტაჟზე. ზემოაღნიშნულის ანალოგიურად გაანგარიშებით სახელშეკრულებო თვითღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 12.8 ათასი ლარი. გასაყიდმა ფასმა დღგ-ს გარეშე – 27.5 ათასი ლარი. ფასნამატი თვითღირებულებაზე არაგონივრულია და შეადგენს დაახლოებით 14.7 ათას ლარს (115%).

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15 თებერვალი, 2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15 თებერვალი, 2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15 თებერვალი, 2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15 თებერვალი, 2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15 თებერვალი, 2026

ექსპერტიზის მიერ გაცემული ორი სხვადასხვა დასკვნა ერთ საქმეზე

ბათუმში მუჰამმედ მოციქულის მოვლინების დღეს აღნიშნავენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო