ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "უფასო სასადილო მზურნველობამოკლებულთათვის", გამოუცხადებელი ტენდერის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებდა ბენეფიციართა გამოკვებას.
თუმცა, როგორც "უფასო სასადილოს" ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, შოთა ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, სასადილოში საკვების გარეშე ადამიანები მხოლოდ ერთი დღით დარჩნენ და ისიც იმიტომ, რომ დასვენების დღე იყო.
"სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და საკვების გარეშე დარჩენის არანაირი საშიშროება არ არსებობს, რადგან ტენდერი, უკვე გამოცხადებული და დასრულებულიცაა.
ასევე, "მზრუნველობამოკლებულთა სასადილოში" მოგვარებულია ცხელი წყლისა და ეზოში ხელსაბანის საკითხიც. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ბენეფიციარები ჩვენით მუდამ კმაყოფილები იქნებიან, მათ ჩვენგან მზრუნველობა და ყურადღება არ მოაკლდებათ.
დაგეგმილი გვაქვს კალანდობის დღესასწაულზე ჩვენს ბენეფიციარებს ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქოთ.
ამ მხრივ მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე ყველანაირად გვიდგას მხარში", – განაცხადა ბატონმა ფირცხალაიშვილმა.