საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიული არჩევნები ჩატარდა ხორვატიაში – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა.
ოპოზიციური პარტია „ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანების“ ხელმძღვანელმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა საპრეზიდენტო მარათონში ხორვატიის მოქმედი პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი დაამარცხა.
საარჩევნო ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, გრაბარ-კიტაროვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 50.5, ხოლო იოსიპოვიჩმა 49.5 პროცენტი აიღო.
ხორვატიის კანონმდებლობით, გამარჯვებული გრაბარ-კიტაროვიჩი ფიცის დასადებად საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
ოპოზიციის ლიდერი 1992 წლიდან ხორვატიის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრად მუშაობდა. 2008 წელს აშშ-ში ხორვატიის ელჩად დაინიშნა.
წყარო: http://1tv.ge/ge/news/view/83556.html