ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით 2015 წელი მთავრობისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება.
_ 2015 წლის მთავარი გამოწვევა მთვარობისთვის საქართველოში ცე ჰეპატიტის სრული ელიმინაციიაა. უპრეცედენტო პროექტი 2015 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. მისი მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც პირველ რიგში გულისხმობს დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას, _ აღნიშნა სერგეენკომ და მთავრობისა და საზოგადოების წევრებს, ასევე მედია საშუალებებს გამოხატონ საკუთარი მოსაზრება, მოწერონ ჯანდაცვის სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი.
აზრის გამოხატვა უნდა მოხდეს სოციალურ ქსელში და მოინიშნოს ჯანდაცვის სამონისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, რათა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აკონტროლის დამონიტორინგი გაუწიოს რა სახის გზავნილები შემოვა საზოგადოებიდან.
დავით სერგეენკოს გზავნილები კი ასეთია:
1.ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს ყველა ის მოქალაქე, ვისაც ეს დაავადება აქვს. მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება
ყველასთვის, მათ შორის პატიმრებისთვისაც.
2. არ მოხდება პრევენცია-ვერ განხორციელდება ელიმინაცია!
3. C ჰეპატიტის მკურნალობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება. მკურნალობა გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მინისტრმა აქციაში მონაწილეობისთვის გამოიწვია: საქართველოს მთავრობის წევრები; ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების აქტიურ წევრები.