"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებული განცხადებას, რომ ისინი პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ დაუშვეს, სადაც გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი თიკო მჟავაძე არ ადასტურებს.
მჟავანაძის განმარტებით, პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა არასამთავრობოთა კოალიციასთან.
"არასამათავრობოთა კოალიციის მხრიდან, სადაც 33 არასამთავრობო ერთიანდება, იყო მომართვა და შესაბამისად პრეზიდენტი შეხვდა მათ, ანუ არასამთავრობოთა კოალიციას.
დანარჩენ არასამთავრობოების მხრიდან ასეთი მომართვა არ ყოფილა, შესაბამისად შეხვედრაც არ დაგეგმილა", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" მჟავანაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობოთა კოალიციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეხვდა.