„გურია ნიუსის“ საკალანდო ლატარია, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ბავშებისთვის იყოს განკუთვნილი, დასრულდა.
აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეებმა, ბიზნესმენებმა და სამართალდამცველებმა ლატარიის ყუთიდან ბავშვების საახალწლო სურვილებიანი წერილები თავად ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ ლატარიაში მონაწილეთა დიდი ნაწილი საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდნენ _ ნოუთბუქები, პლანშეტები, ველოსიპედები, ტელეფონები _ ასეთი საჩუქრების მიღება სურდათ ბავშვებს „თოვლის ბაბუასგან“.
გურიის გუბერნატორი მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფეშვილი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია, საფინასო სამსახურის უფროსი გელა ლომინეიშვილი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზვიად მამალაძე, საკრებულოს საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მაია პაიჭაძე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით გუდავაძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარინა ბერაძე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი თამარ კეკელიძე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით შვანგირაძე; ბიზნესმენი ლაშა გიორგაძე _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენს აქციაში მიიღეს მონაწილეობა და პატარები გაახარეს.
სიხარული, ცრემლი, მოულოდნელობა, ემოციები, გაკვირვება და კომენტარები, რომ თურმე ოცნებები მართლა ხდება _ ასეთი იყო G_News TV-ის ობიექტში მოხვედრილი ერთი ლამაზი დღე, რომლის ამსახველ კადრებს უკომენტაროდ გთავაზობთ.