ლევან მჭედლიძემ 17 იანვარს "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა "ინტერის" წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში. ამ მატჩს წინ უძღოდა ქართველთან დაკავშირებული სკანდალი, როცა ჩვენებურმა თანაგუნდელს… ფეხზე არაეთიკური ფრაზა წააწერა.
თავად შეხვედრა ფრედ დასრულდა _ 0:0, მჭედლიძემ კი ის არც ისე მაღალ დონეზე ჩაატარა და თავი მხოლოდ 59-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათით გამოიჩინა. ჩვენებური 71-ე წუთზე მასიმო მაკარონემ შეცვალა.
დღეისათვის "ემპოლი" სერია A-ში XV ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს "კიევოს", 2-ით _ "ატალანტას".
იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს დასრულდება.