უკრაინაიში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს, საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, თარამ ბერუჩაშვილის ინფორაციით, თამაზ სუხიაშვილის ოჯახს მთავრობა დეხმარება.
უწყებაში არ ფლობენ ინფორმაციას, თუ როდის მოხდება დაღუპული ქართველი ჯარისკაცის საქართველოში გადმოსვენება. უკრაინაში საქართველოს საკონსულო ოფიციალურ დასტურს ელოდება.
სწორედ უკრაინის ოფიციალური დასტურის შემდეგ საქართველოში ცხედრის გადმოსვენების პროცედურა დაიწყება.
ცნობისთვის, თამაზ სუხიაშვილი დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად დაიღუპა, სამი სამხედრო კი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული.
დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ბატალიონის ასეულის მეთაური იყო.