"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა", რომელსაც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობს და რომელსაც ვაზაგაშვილების ოჯახი, კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ედავება, განცხადებას ავრცელებს.
"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" მოუწოდებს ხელისუფლებას უსწრაფესად, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიონ ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი. მივმართავთ საზოგადოებას წინასწარი შეფასებებისაგან თავი შეიკავონ და დაელოდონ გამოძიების დასრულებას", – ნათქვამია ლიგის განცხადებაში.