"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დღეს, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზთან "ჯაზუში" და საქართველოს პარლამენტის შენობასთან, იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ.
"მაესტროს" ჟუნრალისტ ია თინიკაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში კასპის რაიონში, სადაც იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, სოსო რობაქიძე, ია მეტრეველი და მელორ ვაჩნაძე იმყოფებიან.
"ამ წუთებში კასპში ხალხმრავლობაა. იური ვაზაგაშვილის მეუღლე და და ვერ ახერხებენ სასაფლაოზე მისვლას, სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ. ორ საათზე მეტია მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები. ამ ეტაპზე სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებს". _ გვითხრა ია თინიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოსო რობაქიძემ უკვე გააკეთა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი და მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით ქმედითი ღონისძიებები უნდა გაეტარებინა იმისთვის, რომ დაესაჯა ის ადამიანები, ვინც ზურა ვაზაგიშვილი და სხვები მოკლა. თუმცა, ხელისუფლებამ აქამდე ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები, რომ მკვლელები დასჯილიყვნენ.