https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თინას „თავგადასავალი“

13:01; 24.01.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წინა კვირას ქართველი პოლიტიკოსების სახალისო მოგონებები შემოგთავაზეთ. დღეს მინდა რომ იგივე თემა გავაგრძელო და ამ პროფესიის ხალხს სიტყვა კიდევ ერთხელ გადავცე. წერილისათვის მასალის შეგროვება ცოტა არ იყოს გამიჭირდა, რადგან აღმოვაჩინე, რომ ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსები თავიანთ მსოფლმხედველობას ხშირად იცვლიან. ქართველებს სტაბილური, ასევე მუდმივი პოლიტიკური მრწამსი არ გააჩნიათ და მათი სიმპათია იმ ლიდერებისა ან პარტიების მიმართ იხრება, რომლებიც ამ პიროვნების მატერიალურ კეთილდღეობას უკეთესად უზრუნველყოფენ.

ამ არასახარბიელო დასკვნის მიუხედავად, თქვენს სამსჯავროზე ჩემი „ახალი ნამუშევარი“ გამომაქვს და თავდაპირველად სიტყვას ბატონ ზვიად ძიძიგურს გადავცემ.

„1989 წელია და მწერალთა კავშირის სახლში შეიკრიბა მთელი დისიდენტური სამყარო. მიდის აქტიური მსჯელობა, კამათი – ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ეროვნული მოძრაობა რა გზით უნდა წავიდეს და უცებ დარბაზში ვიღაც თმაგაბურძგნული კაცი შემოვარდა, ხელში 20 ლიტრიანი კანისტრა უჭირავს.

– რა ხდება? – შეცბა ზვიად გამსახურდია.

– ვიღუპებით, ბატონო ზვიად, – ამოიგმინა, – აზერბაიჯანელებს მიწისქვეშა გვირაბი გამოჰყავთ, თბილისი უნდა ააფეთქონ.

– რანაირად, კაცო?

– იმ გვირაბში რელსებს აგებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მატარებელი უნდა გამოუშვან. თუ სასწრაფოდ ავლაბრის მეტროსთან ხალხს არ მოაგროვებთ და არ გვიხსნით, აგერ, მოტანილ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ.

ყველა მივხვდით, არ იყო თავის ჭკუაზე, მაგრამ მართლა რომ თავი დაიწვას, სად მიდიხარ მერე? მოკლედ, გაუჩნდა საფიქრალი გამსახურდიას და ბოლოს სერიოზული სახით ეკითხება:

–  ნუ გეშინია, მე მაგათ ვაჩვენებ სეირს! მარტო ეს მითხარი, ის რელსები განიერია თუ ვიწრო?

– რა მნიშვნელობა აქვს? – დაბნეული მიაჩერდა.

– ოჰ, ძალიან დიდი. შენ წადი, ეგ ამბავი გამირკვიე და მე ხალხის შეგროვებას დავიწყებ.

– აგაშენათ ღმერთმა! – გაუბრწყინდა თვალები, – ამ ბენზინს წავიღებ და მაშინისტს გადავასხამ, თქვენ სპიჩკა წამოიღეთ, ყიდვა დამავიწყდა“.

ბატონი ზვიადის შემდეგ ალეკო შალამბერიძესაც მოვუსმინოთ.

„ვიტალი ხაზარაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდებოდა. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პირველი სხდომა ჩატარდა, გამოვედი დერეფანში და ჟურნალისტს ვეუბნები:

– ხაზარაძე სახელმწიფოს სამართლის თეორიის გაგებაში არაა.

მეორე დღეს მეორე სხდომაა, ხაზარაძე გვერდით მიზის და მეკითხება:

– ალეკო, გუშინ ტელევიზიით შენ გამოხვედი?

– არა, ტელევიზია ახლოს არ მეკარება. რა მოხდა?

– ვიღაცას ესე და ესე უთქვამს ჩემზე, ცოლმა მითხრა.

– სააკაშვილი იქნებოდა.

– არა მგონია, მიშას გავეწირე.

– მაშინ, გრიგალაშვილი.

– კი, შეიძლება, – ჭკუაში დაუჯდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სხდომა ჩააგდო, საქეიფოდ წავიდა. პარლამენტში გამოვედი და ვთქვი:

– ხაზარაძე სპეციალურად აცდენს სხდომებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება და წინსვლა შეაფერხოს.

საღამოა. ხაზარაძის კაბინეტში ვსხედვართ და მობილურზე ცოლი ურეკავს, უსმენს და ნელ-ნელა გამწვანდა კაცი.

– ჩემზე თქვეს დემოკრატიის მტერიაო? ვინ იყო? დაბალი და რიჟა? ა, მაშინაც ეგ იყო? ესე იგი, დაბალი და …

უცებ შემომხედა და სკამს დაავლო ხელი. ძლივს გავასწარი“.

ქალბატონ თინა ხიდაშელს აშშ-ში ერთხელ უჩვეულო „თავგადასავალი“ გადახდა.

“ბუნებით ძალიან პრინციპული გახლავართ. თუ რამის გაკეთება გადავწყვიტე, ჩემთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არსებობს. სანამ დათო ამერიკაში სწავლობდა, ორ წელიწადში რვაჯერ ჩავაკითხე, ჯგუფელები გაგიჟებულები იყვნენ.

ერთხელაც, იქაურ მაღაზიაში ძალიან მომეწონა შპალერი. მაშინვე შევიძინე და ჩემოდანი გავტენე. გამოცილების დროა და დათო მეკითხება:

– ამ უზარმაზარ ჩემოდანში რა გიწყვია?

– შენი ბუზღუნის თავი არ მაქვს, თბილისში რომ ჩამოხვალ, გაიგებ, – დავამშვიდე.

აღარაფერი უკითხავს, იცის, თუ ერთი “არა” ვთქვი, დამთავრებულია. მივედით აეროპორტში, ჩემოდანი აწონეს და კონტროლიორი მეუბნება:

– ვერ გაგატანთ, 5 კილოგრამით მძიმეა, უნდა მოაკლოთ.

– ჩემოდანს არ გავხსნი! – მივახალე.

ამერიკელს თვალები გაუფართოვდა! ორ წუთში ოცი კაცი დაგვადგა თავზე:

– გახსენით!

სხვა რა გზა იყო, გავხსენი, “ზედმეტი 5 კილოგრამი” დათოს ხელებში მივაჩეჩე და გავაფრთხილე:

– იცოდე, ამ შპალერის გარეშე თბილისში ჩამოსული არ გნახო, თორემ, უკან მოგიწევს დაბრუნება.

თხოვნა პირნათლად შეასრულა. არც ჩამოტანისას უბუზღუნია და არც მაშინ, როდესაც იგივე შპალერი თბილისის მაღაზიაში უფრო იაფად ნახა.”

ქართველებმა მოლხენაც კარგი ვიცით და ცეკვაშიც თავს არავის დავაჩაგვრინებთ. ბატონი პაატა ქურდოვანიძე ერთხელ შორეულ ვილნიუსში აღმოჩნდა..

“ერთხელ საქართველოს პარლამენტის წევრები ვილნიუსში ვიყავით. საოცარი დახვედრა მოგვიწყეს. ოფიციალური სადილია რაღაც უმაღლეს დონეზე. ვარდებით დამშვენებული მაგიდები, სანთლები.

უცებ ოფიციანტი მიახლოვდება და მაწვდის ლანგრით წერილს. გავხსენი გაკვირვებულმა და ვკითხულობ”

“ბატონო პაატა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ისურვა ქართულის ცეკვა და პარტნიორად დელეგაციამ თქვენ შეგარჩიათ. იმედია, გვასახელებთ. პატივისცემით, გია ბარამიძე.”

ვერ აგიწერთ, რა დამემართა, თან ამ დროს დამკვრელებმა “სულიკო” დასცხეს და შიშისგან ჟრუანტელმა დამიარა. ცხოვრებაში არ მიცეკვია, კაცო!

მოკლედ, სანამ დროა, თავს უნდა ვუშველო. ოფიციანტს ვკითხე, წერილი ვინ გამოგატანათ-მეთქი და ბესო ჯუღელი დამანახა. გვერდით გოგი ლიპარტელიანი ეჯდა. შეწუხებული წამოვხტი და მივადექი.

– ბატონო ბესო, წერილი ვინ გადმოგცათ?! – ისეთი გაბრაზებული თვალით შემომხედა, სისხლი გამეყინა.

– არ იცი, რომ ფეხზე წამოდგომა არ შეიძლება, ეტიკეტს არღვევ!

– წერილი, ბატონო ბესო, – ხმა ამიკანკალდა, – ცეკვა არ ვიცი.

– მე რა ვიცი, ბარამიძეს ჰკითხე.

მივედი ბარამიძესთან და წერილი გავუწოდე. დაიწყო გაოცებულმა კითხვა და უკნიდან ხარხარი მესმის. გავიხედე და ჯუღელს ცრემლები ჩამოსდის ღაპაღუპით. დავიბენი, შოკში ვარ, ვერ ვხვდები, რა ხდება. დავიკავე ჩემი ადგილი, გვერდით თამაზ ხიდაშელი მეჯდა და გადმომილაპარაკა.

– პაატა, ნუ ცდები, შეიძლება სალომემ მართლა გამოგიცეკვოს და მაგიდის ქვეშ ფეხები იქნიე გასავარჯიშებლად.

აბა, ატყდა სიცილი! ვკვდები, ვიგუდები, მაგიდას თავს ვურტყამ! არ მახსოვს, ამდენი მეცინოს, ვკიოდი! შემდეგ აივანზე გავედით, ერთმანეთს ვასკდებით და მალე პრეზიდენტის ხარხარიც შემოგვიერთდა.

დავბრუნდით თბილისში, პარლამენტში მივდივარ და კედელზე გაკრული განცხადება მხვდება:

„სუხიშვილების ანსამბლი ეძებს მოცეკვავეებს და ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაეწერეთ პაატა ქურდოვანიძესთან”.

მართლაც რომ საამაყო პარლამენტარები გვყავს, სიცილიც კარგი იციან და ადამიანის გამასხარავებაც. რაც მთავარია, “მსხვერპლიც” კმაყოფილია და ხარხარში გამშაყირებლებს ტოლს არ უდებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1 იანვარი, 2026

იტალიაში ქართველთა დანაშაულებრივ დაჯგუფებას ასამართლებენ

მსოფლიო ბაზარზე თხილზე მოთხოვნა და ფასი იზრდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026
საზოგადოება

ალიკაპის გარეშე გასეირნება – ₾150, მიტოვება – ₾5 000 _ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

10:30; 1.01.2026
საზოგადოება

 ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია _ კახა კალაძე

10:18; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო