(გურია ნიუსი) _ გასულ კვირას, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დისშვილის მეგობარი ზაზა კობახიძე დააკავეს. როგორც ივანიშვილის პრესსამდივნოდან გვაცნობეს, კობახიძე, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაკითხვაზე დაიბარეს:
_ სამართალდამცველებს ზაზა კობახიძისგან აინტერესებდათ, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან. კობახიძემ მათ აუხსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა და ისინი წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ, _ გვითხრეს პრესსამსხურში.
ზაზა კობახიძე სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, როცა ის სამების საკათედრო ტაძარში კობახიძეების გვარის კურთხევაზე მიდიოდა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს და ოფიციალურ ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-ტარება წაუყენეს.