ამის შესახებ ემზარ კვიციანის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
"საპროცესო შეთანხმებაზე ინიციატივა თვითონ პროკურატურისგან მოდის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ემზარ კვიციანისთვის 11-თვიანი რეალური სასჯელის მოხსნას. ეს 11 თვე უკვე გასულია და თუ ხვალ შეთანხმება, და სავარაუდოდ ასეც იქნება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გათავისუფლდება", – განაცხადა ადვოკატმა.