იუსტიციის მინისტრი მიესალმება ვახტანგ გომელაურის დანიშვნას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.
თეა წულუკიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი მისი და მისი თანაგუნდელების თანამებრძოლი იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ.
იუსტიციის მინისტრი წარმატებას უსურვებს ვახტანგ გომელაურს და იმედოვნებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ხელმძღვანელობით საზოგადოების იმედსა და მოლოდინს გაამართლებს.
"ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად, "ქართულ ოცნებასთან" ერთად იყო ბრძოლაში− ბრძოლაში ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ის ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს… ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამართლოთ ხალხის იმედი, ის მოლოდინი, რისთვისაც აგვირჩიეს და დაგვნიშნეს ამ თანამდებობებზე", − განაცხადა თეა წულუკიანმა.