რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება შევიდა მამათის ადმინისტრაციული ერთეულიდან ტყეში ხანძრის გაჩენის თაობაზე.
ჩვენი ინფორმაციით, ცეცხლი მოედო მიწაზე დაყრილ ხმელ ფოთლებსა და ბუჩქებს, მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არ არის, მიუხედვად იმისა, რომ ქარიანი ამინდია, წელიწადის დროის ამ მონაკვეთში გამორიცხულია ცეცხლი უშუალოდ ხეებს მოედოს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას გასულია სახანძროს თანამშრომლები და ახორციელებენ ხანძრის ჩაქრობას.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში ბოლო სამი დღის შუალედში, ტყის მასივში ხანძრის გაჩენის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 25 იანვრის ღამეს აგარაკის მთის ფერდობზე ჰქონდა ადგილი ანალოგიურ ფაქტს.