https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გიგი უგულავას ბლოგი _ “ლევან ვასაძის ჭმუნვების პასუხად”

12:01; 31.01.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რომ არა პატიმრობა, ისიც მარტო საკანში, არა თუ რაიმის დაწერას, არამედ წაკითხვასაც კი ვერ და არ მოვახერხებდი ლევან ვასაძის მიერ ხელწერილი სტატიისა სახელად "გარყვნილების პროპაგანდის ანატომია".

სტატიის შინაარსი სრულიად ბანალური და არაორიგინალურია, რუსულ ენაზე. რუსი რელიგიური ავტორების ზღვაა ნაწარმოებებისა, წიგნებისა თუ ბროშურებისა, რომლებიც სიტყვა-სიტყვით გადმოცემენ "დასავლურის მომაკვდინებელი გარყვნილების" გავრცელების შესახებ.

უბრალოდ ეს ნაწარმოებები, როგორც წესი, "დასავლეთის" მხილების შემდეგ რუსეთს, როგორც მართმადიდებლობის ანუ კაცობრიობის გადარჩენის მქონე მისიის ერად წარმოაჩენს, რაც ბუნებრივად "русский мир", ანუ ერთმორწმუნე ერების გადარჩენისთვის ბრძოლით იწყება. ამ ბრძოლას ჩვენ ყოველდღიურად უკრაინაში ვაკვირდებით.

ბატონი ვასაძე ასე შორს არ მიდის. ის ამ დიდი აღმოჩენის მხოლოდ პირველ ზოგადსაკაცობრიო "ცივილიზაციურ" ნაწილს გვთავაზობს. საერთოდ მის მიერ შეფერებული რაინდული, თითქოს უკომპრომისო, პათოსის სტატია გაჯერებულია ასევე უკვე კარგად აპრობირებული კონიუნქტურით – პრაგმატულად ჯობია რუსეთი არ ვახსენოთ.

ამ კონიუნქტურას კიდევ ერთი თანამედროვე მოღვაწე ქართველის არჩილ გოგელიას თქმით "პროქართული პოლიტიკა" ჰქვია. ორივე შემთხვევაში "რეალპოლიტიკის" ენაზე ამ მიმართულებას საქართველო რუსეთის პოლიტიკური ორბიტისკენ მიჰყავს. სტატიიდან კარგად იკითხება ის ტკივილები, თუ რატომ არ ასრულებს ბოლომდე ბატონი ვასაძე თავის გადმოქართულებულ ნარატივს.

მას გიჟის გარდა არ სურს რომ რუსეთუმეობა დასწამონ. ამ მიზნით მან საქართველო ოდისევსივით სტილისა და ქარბორბალას შორისაც კი გააძვრინა და სანუკვარ ტრინაკრიაშიც კი მიაბრძანა, "რომლის დასახელებასაც ეტიმოლოგიურად სამის ერთოჯახობა ახასიათებს ელინთა წარმართულ აზროვნებაშიც კი". ასე მთავრდება სტატია.

ამ ბოლო ფრაზიდანაც კი კარგად იკითხება, რომ ძველი ბერძნული მითოლოგიის მონათვლის ინსპირაციის წყაროც მორიგი დუგინია – ელინთა წარმართობაზე – პროპაგანდული ხაზგასმით. თუმცა, ჩემი აზრით შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანი ის ზიზღით განმსჭვალული პათოსია, რომელიც თავის სულისკვეთებით ჰიტლერის "mein kampf"-ს (ჩემი ბრძოლა) მოგაგონებს. არაფერს ვამბობ იმ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რომლებსაც ის ოპონენტების და მისთვის მიუღებელი ადამიანების მიმართ ხმარობს.

სწორედ ამ პათოსმა და ალბათ მაინც ციხეში დროის უსაზღვროებამ გადამაწყვეტინა, დამეწერა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა იმ ღირებულებებისა და იდეალების შესახებ, რომელთათვისაც "არა თუ სიცოცხლე, სიკვდილიც ღირს" (უინსტონ ჩერჩილი).

მოკლედ აღვწეროთ ბატონი ვასაძის ვერსიით საქართველო და მისი გამოწვევები. საქართველოს მთავარი გამოწვევა თურმე ყოფილა ლიბერალიზმი, "რომელიც არ არის იდეოლოგია, ეს არის რელიგია, რომელიც კაცობრიობისთვის სხვადასხვა სახელით არის ცნობილი და რომლის მიმდევართა საერთაშორისო ქსელიც ბოლო ათწლეულებია უკვე თითქმის სრულიად აკონტროლებს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას, მედიასა და ბიზნესს"…

"თავად იდეოლოგიის მშობელი საიდუმლო რელიგიის მიზანი არის მსოფლიოს ხალხთა ყველა მთავრობის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება და დამორჩილება და ამის გვირგვინად ამ მთავრობის ერთიანი ხელმძღვანელის მეფის დასმა".

ამ ყველაფრის შემდეგ თურმე "მოხდება ზებუნებრივი ცვლილება და ისინი, ამ რელიგიის მიმდევრობით, ფიზიკურად უკვდავნი გახდებიან".

ამის შემდეგ თურმე დამყარდება მკაცრად იერარქიული საზოგადოება და ერთგვარი "ჰარმონია" დამყარდება, "ბატონი იქნება ბატონურად, ხოლო მონა – მონურად". ამ იდეოლოგიის მსახურებს ბატონი ვასაძე "ფანატიკურ მატერიალისტებს" უწოდებს.

ეს ფანატიკური მატერიალიზმი თურმე ებრძვის და დასცინის ყველა რელიგიას და "მოუწოდებს კაცობრიობას განთავისუფლდეს ყოველგვარი რელიგიისა, იდეოლოგიისა, ტრადიციისა და ოჯახისაგან". "ე.წ. "ადამიანის უფლებების" დროშით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ოჯახის ინსტიტუტის სრული განადგურება".

"ოჯახის ნგრევისა და გარყვნილების ზვავისებური მოძალების ფონზე არნახულ მასშტაბებს იძენს პედოფილია, რომელიც უკვე პოლიტიკურ მოძრაობად იჩენს თავს დასავლეთში იმავე "ადამიანის უფლებების" კონტექსტში. თურმე, არც მეტი არც ნაკლები, "პავლიკა მოროზოვის ინსტიტუტი ასე ფართოდაა დანერგილი დასავლეთის საგანმანათლებლო სისტემაში".

თითქოს დასავლეთში შეგნებულად ხორციელდება ბავშვების მშობლებისთვის ჩამორთმევა. "მათი დიდი ნაწილი ბავშვთა სახლებში იზრდება და სულ უფრო ხშირად ხდება მათი გაშვილება ე.წ. "ერთსქესიან ოჯახებში". ბატონი ვასაძე ხშირად ციფრებს იშველიებს.

ასე მაგალითად, ერთსქესიან ოჯახებს თურმე ორი მილიონი ბავშვი უშვილებიათ. ისიც "მამათმავლებს ბიჭები, ხოლო დედათმავლებს – გოგოები".

არც ერთი ციფრი და სტატისტიკა არაა გამყარებული შესაბამისი კვლევის მითითებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ავტორი ან უბრალოდ სხვადასხვა მდარე გამოცემების პლაგიატს გვთავაზობს ან უბრალოდ გვატყუებს.

აქვე მინდა ბატონ ლევანს ვურჩიო, უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაო" წაიკითხოს. ამ რომანში კარგადაა აღწერილი ამგვარი კონსპიროლოგიური ნაწარმოებების დაწერის, გადაწერის და წარმოშობის შესახებ. გარდა იმისა რომ გაერთობა, შესაძლოა გადახედოს, ოდნავ იუმორითაც კი შეხედოს იმ ტექსტებს, რომლებისაც ისე სჯერა, როგორც ბევრს ბებიაჩვენის თაობაში "პრავდის" ან გადაცემა "ვრემიასი".

მოკლედ, როგორც ხედავთ, ბატონი ვასაძის წარმოდგენით საქართველოს და მსოფლიოს ერთადერთი პრობლემა გარყვნილი დასავლეთია და ლიბერალიზმია. კვლავ არც ერთი სიტყვა რუსეთზე. სავარაუდოდ ჩვენ და რუსეთს დასავლეთის მავნე ზემოქმედება ერთნაირად გვემუქრება და ალბათ ერთიანი ფრონტითაც უნდა ვიბრძოლოთ.

მსოფლიოს ასეთ მუქ აპოკალიფტურ ფერებში დახატვა რელიგიურ მიმდინარეობებში ყველა დროს იყო გავრცელებული, განსაკუთრებით ასეთი "ბოლო ჟამის მქადაგებლები" მრგვალი თარიღების, ასწლეულების თუ ათასწლეულების მომიჯნავე ან რაიმე გლობალური თუ ლოკალური კატასტროფების, ომების პერიოდში მრავლდებიან.

ადვილი მისახვედრია – ასეთ პირობებში ადამიანი და საზოგადოება მეტად გახსნილია ასეთი მოძღვრების მისაღებად.
რადგან ბატონი ვასაძე ბოლო 30 წელს მიიჩნევს განსაკუთრებით აქტიურ პერიოდად ლიბერალიზმის მსოფლიო ბატონობისა, მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ მსოფლიო და მისი ძირითადი ტენდენციები ხსენებულ პერიოდში.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბოლო 30 წელიწადში მსოფლიო "ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ას დოლარზე ნაკლები შემოსავლებით ცხოვრობდნენ 1981 წლიდან 40%-დან 2004 წლისთვის 18%-მდე შემცირდა და 2015 წლისთვის 12% იქნება" (ფარიდ ზაქარია "პოსტამერიკული მსოფლიო"). "პირველად ისტორიის მანძილზე ჩვენ მოწმენი ვართ რეალური გლობალური ზრდისა".

ცივი ომის დასრულებიდან ორი ათწლეულია ჩვენ ვცხოვრობთ პარადოქსულ სიტუაციაში. რეალობა, რომელსაც ვუყურებთ ტელევიზიით და ვკითხულობთ გაზეთებს, საშინელი ძალადობისა და სიგიჟის სურათს გვიხატავს.

სინამდვილეში ომი და ორგანიზებული ძალადობა ბოლო ორი ათწლეულია დრამატულად შემცირებულია. მერილენდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარებისა და კონფლიქტების მენეჯმენტის ცენტრის კვლევის მიხედვით (ავტორი Ted Robert Gurr): "ომიანობის ზოგადი მაჩვენებელი 1980 წელთან შედარებით 60% არის შემცირებული და 1950 წლის შემდეგ 2004 წელს თავის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია".

ძალადობა ცივი ომის დროს 1950 და ადრეული 1990 წლებამდე იზრდებოდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ომიანობა სახელმწიფოებს შორის და სახელმწიფოებს შიგნით დრამატულად შემცირდა და ცივი ომის პირველ ათწლეულს გაუთანასწორდა.

ჰარვარდის პროფესორი სტივენ პინკერი ამტკიცებს, რომ "დღეს ჩვენ შესაძლოა ჩვენი პლანეტის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო პერიოდში ვცხოვრობთ". საინფორმაციო ტექნოლოგიების რევოლუციამ, რომელიც უკანასკნელ ათწლეულებში მოხდა, სამყარო და მისი აღქმა თითოეული ადამიანის მიერ კვლავ ბრტყელი გახადა და ერთ ტელეფონში ჩატია.

დღეს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მომხდარი ამბავი breaking news არის თქვენ ტელეფონში, რაც ბუნებრივად იწვევს განცდას, რომ ამა თუ იმ ძალადობის მსხვერპლი "მე შეიძლება ვყოფილიყავი".

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელი ტელეფონით 1970-იან წლებში ყოფილიყავით, როცა კამბოჯაში ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა ან ირან-ერაყის ომის დროს 1980-იან წლებში, როცა მილიონამდე ადამიანი დაიღუპა ან 90-იან წლებში, როცა კონგოში მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული და მიუხედავად იმისა, რომ ომის ალბათობა ადამიანთა ბუნების გამო არასდროს გამოირიცხება.

მსოფლიო დღეს, შესაბამისად ადამიანიც დღეს, გაცილებით უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს ვიდრე 30 წლის წინ.

კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ასევე წარმოადგენს ბოლო 30 წლეულის განმასხვავებელ ნიშანს. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი გაცილებით კრიტიკულები გახდნენ კვაზი სოციალისტური სახელმწიფოების მიმართ, ლიბერალიზაცია ეკონომიკისა და ასევე პოლიტიკური სისტემისა ნამდვილად გახდა მათი მოთხოვნა. 1970-80-იან წლებში უმრავლესმა დასავლურმა ქვეყნებმა მართლაც ინტენსიურად დაიწყეს ფინანსური რეგულაციების გაუქმება, ხოლო კაპიტალის თავისუფალმა მიმოსვლამ ხელი შეუწყო განუვითარებელი და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდას, სიღარიბის დაძლევას, ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდას.

ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ახდენენ მანამდე გავრცელებული ჰიპერინფლაციის პრევენციას, რომელიც თავის მხრივ პოლიტიკური არასტაბილურობისა და შესაბამისად ძალადობის წყარო იყო.

მაგალითად, ბევრი მკვლევარის აზრით ჰიტლერი ხელისუფლებაში არა დიდმა დეპრესიამ, არამედ ჰიპერინფლაციამ მოიყვანა, რომელმაც მთლიანად გააღარიბა გერმანიის საშუალო კლასი.

1980-90-იან წლებში ბრაზილიაში 1200%, არგენტინაში 3500%, პერუში 2500% – ინფლაციამ გაანადგურა ეს ქვეყნები. გავიხსენოთ ასევე საქართველოს 90-იანი წლების კუპონიზაცია.

რომ შევაჯამოთ, ბატონი ლევან ვასაძის ხედვის საპირისპიროდ, რომ დასავლეთი მომაკვდინებელ გავლენას ახდენს მსოფლიოსა და საქართველოზე, სიმართლე მხოლოდ ერთია – დასავლეთი, როგორც ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ცივილიზაცია, მართლაც მსოფლიოზე გავლენის ალბათ არნახულ სიმაღლეზეა უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულია.

ამ გავლენამ მსოფლიოსა და საქართველოს მოუტანა შემცირებული ომიანობა და სიკვდილიანობა, შემცირებული სიღარიბე, გაზრდილი და მზარდი მსოფლიო ეკონომიკა, გაზრდილი ინდივიდუალური პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება. დიახ საქართველოსიც!

თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს, ყველა ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო არსებითად წინაა (ცხადია, ჩვენ მეტი გვინდა!).

და რომ ეს ფუნდამენტურად სწორი არჩევანის შედეგია, ისიც მოწმობს, თუ შევადარებთ ცენტრალური აზიისა ჩვენს ყოფილ მოძმე რესპუბლიკებს ან თუნდაც ბელორუსს ან აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა ჩვენზე ადრე მოიპოვეს და დღემდე არშემდგარ სახელმწიფოებს წარმოადგენენ.

რადგან ბატონი ვასაძე საქართველოს ფუნდამენტურ, ეგზისტენციალურ არჩევანს და გზას შეეხო, ვფიქრობ ეს ისტორიულ-გეოპოლიტიკური ექსკურსი აუცილებელია, რომ კარგად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მუშაობს დღეს მსოფლიო, რას ეფუძნება მისი განვითარება, რა ამოძრავებს მას, როგორია საქართველოს ადგილი და შესაძლებლობები ამ დიდ მოზაიკაში და, შესაბამისად, რას მოუტანს თითოეულ ჩვენთაგანს ვასაძის მსგავსი მისტიკური რიტორიკა.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოთხი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს

09:30; 28 დეკემბერი, 2025

პრეზიდენტი თამაზ ავდალიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ბოლო ათწლეულში გერმანიაში 340 ათასი კომპანია გაკოტრდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო