ჩვენი ინფორმაციით 27 წლის ახალგაზრდამ, რომელიც წარსულში ორჯერაა ნასამართლევი ქურდობაზე, მეზობლის 5 წლის ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღიდან ახალი მოსული იყო სათამაშოდ წაიყვანა.
წყაროს თქმით, ბრალდებულმა პატარა გოგონა მდინარის პირას ჩაიყვანა და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
აღნიშნულის შესახებ გოგონას ოჯახის წევრებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც ბავშვი სახლში დაბრუნდა და ოჯახის წევრებს დეტალები მოუყვა.
მამაკაცი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა იმავე დღეს დააკავეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 141-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
დანაშაულით თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე ისჯება.